ისლანდია ქალთა საერთაშორისო დღეს თავისებურად შეხვდა. 2017 წლის მარტიდან კომპანიებმა დასაქმებულებს ანაზღაურება ერთნაირად უნდა გადაუხადონ, მიუხედავად სქესისა, ასაკისა თუ ეთნოსისა.
ყველასათვის ცნობილია, რომ ისლანდია ამ უპირატესობით დიდი ხანია გამოირჩევა, თუმცა ბოლო დრომდე, ქალებს კაცებზე მაინც 14-18 %-ით დაბალი ხელფასი ჰქონდათ.
ქალთა უფლებების აქტივისტებმა გამოთვალეს, რომ დღის 3 საათის შემდეგ ქალები უფასოდ მუშაობდნენ. ამის გამო, 2016 წლის ოქტომბერში ყველა ისლანდიელმა ქალბატონმა სამსახური სიმბოლურად 2:38 წუთზე დატოვა.
პროტესტანტების ხმა მთავრობამ გაიგონა: მათ ახალი კანონის შემოღება გადაწყვიტეს. უკვე 2022 წლისთვის ყველა კომპანიაში, სადაც 25-ზე მეტი თანამშრომელია, მამაკაცებსა და ქალებს აბსოლიტურად თანაბარი ხელფასი ექნებათ.
„თანაბარი უფლებები ადამიანთა უფლებებია, გვინდა, რომ სამუშაო ადგილას ქალებმა და მამაკაცებმა ერთნაირი შესაძლებლობებით ისარგებლონ“-აცხადებს სოციალური დაცვის მინისტრი. მან კომპანიებს მოუწოდა ახალი ნაბიჯები გადაედგათ, რათა უსამართლობის წინააღმდეგ ებრძოლათ.