ავსტრალიელმა მამაკაცმა შეყვარებულს ხელი ჩრდილოეთის ციალთან სთხოვა. შარპი და კარლი 7 წელია ერთად არიან.
შარპს პირველი ხელის თხოვნის მცდელობა არ გამოუვიდა. 9 თვის წინ, ისლანდიაში მოგზაურობისას მან ბეჭედი ხელის კრემის ყუთში დამალა, მაგრამ როცა ბარგის შემსუბუქება დასჭირდათ, შემთხვევით ნაგავს ხელის კრემიც გადაჰყვა, სადაც 4000 $ დოლარის ღირებულების ბეჭედი იყო დამალული.
ამის შემდეგ შარპმა ახალი ბეჭედი იყიდა და არქტიკულ სარტყელში ორთვიანი მოგზაურობა დაგეგმა. ხელი პოლარულმა ციალმაც შეუწყო: „ეს იყო ყველაზე ლამაზი ფერთა შეხამება, რაც კი ცხოვრებაში გვენახა. ვიგრძენი, რომ საუკეთესო დრო იყო დამეჩოქა“.
ლანდშაფტის ფოტოგრაფმა ეს საოცარი მომენტი მთელი დიდებულებით აღბეჭდა. ნიშნობის ამ განსაკუთრებულ ფოტოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიური გაზიარება აქვს.