მსოფლიო ბრენდები ცდილობენ ყველასთვის დასამახსოვრებელი საფირმო ლოგო შექმნან. ხანდახან, ისინი ეტიკეტზე ცნობილი გეოგრაფიული ადგილის ან ღირშესანიშნაობის პროტოტიპის გადატანას ამჯობინებენ, რათა მომხმარებელში ლოიალურობის გრძნობა გაზარდონ.
ნოინშვაშტაინის სასახლე, გერმანია
Walt Disney Pictures, 1985–2006
ნოიშვაშტაინი ერთ-ერთი ულამაზესი სასახლეა მსოფლიოში. უოლტ დისნეი იმდენად მოხიბლული იყო ამ ადგილით, რომ მას დიდი ხნის მანძილზე კომპანიის ნამდვილ ლოგოდ იყენებდა. პარიზის დისნეილენდში მძინარე მზეთუნახავის სასახლე ასევე ორიგინალის მაკეტია.
იუსეს სასახლე, საფრანგეთი
Walt Disney Pictures, 2006-დან
2006 წელს, დისნეის ლოგო ახალი სასახლით შეიცვალა. ალბათ იცნობთ კონკიას სასახლეს ამავე სახელწოდების მულტფილმიდან. მულტფილმის მხატვარი საფრანგეთის ამ სასახლემ შთააგონა. არსებობს მოსაზრება, რომ შარლ პერომ „მძინარე მზეთუნახავში“ სწორედ იუსეს სასახლე აღწერა.
მატტერჰონის მთა, შვეიცარია/იტალია
შოკოლადი Toblerone
ამ ცნობილი შოკოლადის ლოგოზე დატანილი მთები არცერთში აგერევათ. ცალკე მდგომი ოთხკუთხიანი პირამიდის მსგავსი მწვერვალი ერთ-ერთი ადვილად საცნობია ალპების მთებში. ფიქრობენ, რომ თავად შოკოლადის ფორმაც მატტერჰონის მინი ასლია.
სასტუმრო „მოსკოვი“, რუსეთი
არაყი „სტალიჩნაია“
სასტუმრო „მოსკოვი“ 1935 წელს აშენდა. მხატვრებმაც ნაცნობი სილუეტი ალკოჰოლის ბოთლზე დაიტანეს. ლოგომ მსოფლიო წარმატებას ექსპორტის შემდეგ მიაღწია. ახლა პროდუქტი და მისი შეფუთვა მსოფლიო ბრენდის სტანდარტებშია.
ხიდი „ოქროს ჭიშკარი“, აშშ
Cisco Systems
ერთ-ერთი კრეატიული დიზაინერული არჩევანი ამ ხიდის გამოყენებაა. კომპანიის მინიმალისტური ლოგო ამ ყველასათვის ნაცნობ სან-ფრანცისკოს ხიდს გამოხატავს. თვითონ ბრენდის სახელიც ქალაქის სახელწოდებისგან წარმოიშვა: San Francisco.
შამონის მთები, საფრანგეთი
წყალი Evian
ფრანგული მინერალური წყალის Evian-ის სახელწოდება ქალაქ ევიან-ლე-ბენს უკავშირდება. ჟენევის ტბასთან, ალპების მთების ხედით, მთელს მსოფლიოში ცნობილი წყლის ბოთლის ეტიკეტის გამეორებას შეამჩნევთ.
ხიდი მდინარე ტაინზე, დიდი ბრიტანეთი
ლუდი Newcastle Brown Ale
Newcastle Brown Ale-ის სამშობლო ნიუკასლია. 100 წლის წინ დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირზე, ამ ლუდმა გულშემატკივართა მთელი არმია შეკრიბა. ბოთლის შეფუთვაზე ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა მოხვდა- ხიდი მდინარე ტაინზე, რომლის გახსნასაც 1928 წელს თავად მეფე გიორგი V ეწვია.
პრინც რუბერტის სასახლე, დიდი ბრიტანეთი
საფეხბურთო კლუბი Everton
თითქოს არაფრით გამორჩეული სასახლე ლივერპულის მთავარი სიმბოლოა. 1930 წელს, ის საფეხბურთო კლბ „ევერტონის“ საფირმო ატრიბუტებზეც დაიტანეს. ლივერპულელი კლუბის წარმოდგენა ამ XVIII საუკუნის კოშკის გარეშე, უკვე წარმოუდგენელია.