შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაცია მოგვანიჭა. ალბათ, საინტერესოა რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდეთ, სანამ ჩემოდნის ჩალაგებას დავიწყებთ.
ქვეყნები, რომლებშიც წასვლას შეძლებთ:
ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი (წევრი ქვეყნები)
ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია (არაწევრი ქვეყნები)
ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია (კანდიდატი ქვეყნები)
საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:
შენგენის ქვეყნებში შესვლისა და ყოფნის წესები; ადგილობრივი კანონმდებლობა; საავტომობილო მოძრაობის წესები; საზოგადოებრივი წესრიგი; სამართალდარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე დაექვემდებარება დეპორტაციას ან/და დაეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, რასაც ყოველთვის მოსდევს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 5 წლამდე ვადით.
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად საზღვარზე უნდა წარმოადგინოთ შემდეგი სახის საბუთები:
ტურიზმი და დასვენება:
უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი
სასტუმროს ჯავშანი;
სამოგზაურო დაზღვევა;
მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები და ა.შ.) ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული თანხა არ აღემატება დღეში 50 ევროს სასტუმროს ჯავშნის არსებობისას.