განტვირთვა ხშირად რუტინისგან გათავისუფლებას გულისხმობს, თუმცა სასურველი რელაქსისთვის უმთავრესი, სივრცის სწორად შერჩევაა. „კურორტი საირმე“ დამსვენებლებს თავიანთ სურვილებსა და გემოვნებას მორგებულ პირობებს სთავაზობს. OK! სასტუმროს კომპლექსს ესტუმრა და მკითხველს 10 საუკეთესო მიზეზს უზიარებს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ უნდა დავუკავშიროთ „საირმეს“ საშემოდგომო ვიზიტის დაუვიწყარი თავგადასავალი.
1. ბუნება − „კურორტი საირმეს“ ბუნება ოთხივე სეზონზე თვითმყოფადი და განუმეორებელია. ბუმბერაზი მთები, ხეებით შემოსილი კლდეები, მთებში გაფანტული ღრუბლები და უამრავი ფერი დამსვენებლებს შთაბეჭდილებების გარეშე არ ტოვებს.
2. ჰაერი − სუფთა, ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერი, რომელიც შერეული ტიპის ტყეებიდან მოდის, სწორედ ის არის, რაც ქალაქში მცხოვრებლებს განსაკუთრებით გვჭირდება. ასე რომ, საირმეში #ამოისუნთქეთ.
3. სიმშვიდე − თუ ქალაქის ხმაური თქვენთვის მოსაბეზრებელია, გირჩევთ ბარგი ჩაალაგოთ და 60 ჰექტარზე გაშენებულ კურორტს ეწვიოთ, სადაც დილა არა მანქანების ხმაურით, არამედ ჩიტების ჭიკჭიკით იწყება.
4. კომფორტი − კურორტზე ჩასულ სტუმრებს განთავსება ორ ოთხვარსკვლავიან სასტუმროში შეუძლიათ. სასტუმრო Sairme hotel & resort 152 სხვადასხვა კატეგორიის ნომრებს სთავაზობს დამსვენებლებს, ხოლო Best Western Sairme 81 ნომრით არის წარმოდგენილი.
5. კვება − თუ გურმანი ბრძანდებით და გსურთ, თქვენი ყოველდღიური მენიუ მრავალფეროვანი იყოს და ნატურალური პროდუქტებისგან შედგებოდეს, ამ შემთხვევაშიც საირმე უნდა აირჩიოთ. შვედური მაგიდა სტუმრებს საშუალებას აძლევს გემრიელი, ჯანსაღი საუზმე, სადილი და ვახშამი თავიანთი გემოვნებით შეარჩიონ. ღია სამზარეულოში კი შესაძლებელია თვალი ადევნოთ მზარეულის მიერ კერძის მომზადების პროცესს.
6. სამკურნალო წყლები − ბუნებამ საირმე 4 უნიკალური სამკურნალო თვისების მქონე წყლით დააჯილდოვა. კურორტზე ხშირად ნახავთ დამსვენებლებს, რომლებიც წყლების სასწაულებზე საუბრობენ. თუმცა ექიმის წინასწარი კონსულტაციის გარეშე, წყლების მიღება დაუშვებელია. ასე რომ, კურორტზე ჩასვლის და სასტუმროში განთავსების შემდეგ, კონსულტაციისთვის პოლიკლინიკას მიმართეთ, რომელიც 24/7 განრიგით მუშაობს.
7. სპა − სამკურნალო, სარელაქსაციო სპა გერმანული წარმოების საპროცედურო დანადგარებით და ტექნიკითაა აღჭურვილი. პროცედურები მიწიდან ამოხეთქილი 42-გრადუსიანი თერმული წყლით ტარდება. ასე რომ, რეკომენდაცია გასათვალისწინებლად ნამდვილად ღირს!
8. რესტორნები − თუ გსურთ, განსაკუთრებული ვახშმის მოწყობა ან წვეულების გამართვა, შეგიძლიათ კურორტის 4 სხვადასხვა ტიპის, კონცეფციისა და ტრადიციის მქონე რესტორანს მიაკითხოთ. „ქართული რესტორანი“ დიდი წვეულებისთვისაა გათვლილი. ევროპული კონცეფციის რესტორან „საირმის“ ვიზუალზე იტალიელმა დიზაინერებმა იზრუნეს. თუ ევროპული კერძები მოგენატრათ, მაშინ იტალიურ რესტორან Bella Italia-ს ეწვიეთ, „გრილის წვეულების“ გასამართად კი არჩევანი მონადირის სახლზე შეაჩერეთ.
9. აქტივობა − სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის საირმეში დაგხვდებათ: 800-მეტრიანი ზიპლაინი, რომლის მეშვებით მთებს შორის შეგიძლიათ გადაუფრინოთ შემოდგომას. გუნდური თამაშების მოყვარულებო, თუ სათავგადასავლო თამაშები გხიბლავთ, თოკების ქალაქისკენ გაემგზავრეთ. აი, სასროლეთი კი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც ნადირობა იტაცებს. რაც მთავარია, კურორტზე სპასთან ახლოს შეგიძლიათ ისარგებლოთ აუზით, რომელიც ცხელი თერმული წყლით ივსება. დღის განმავლობაში განტვირთვისთვის, ველოსიპედებიც და სკუტერებიც დამსვენებელთა განკარგულებაშია. მათი მეშვეობით სუფთა ჰაერზე გასეირნებას შეძლებთ.
10. განახლებული საცხობი − დაბრუნებულებს, შეგიძლიათ თან წაიყოლოთ საირმის საცხობის პურ-ფუნთუშეული, რომელიც მინერალური წყლების გამოყენებით, ევროპული სტანდარტით მზადდება.
დაისვენეთ უსაფრთხოდ და ჩვენი საფუძვლიანი რეკომენდაციით, გაატარეთ ფერადი ნოემბერი საირმეში საყვარელ ადამიანებთან ერთად!
საკონტაქტო ინფორმაცია:
0322 40 45 45
0322 40 45 46
F.B Best western sairme resort
Sairme hotels & resorts
e.mail:
reservations@sairmeresort.ge