სულ რამდენიმე დღის წინ, ტურიზმის ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ნომინანტებისთვის ხმის მიცემა შეწყდა! მსოფლიო გულშემატკივართა შორის კურორტ საირმეს მხარდამჭერებიც იყვნენ, რომლებმაც საკუთარი განწყობები ხმებში დააკონვერტირეს და „ტურიზმის ოსკარად“ წოდებული მასშტაბური ცერემონიისთვის საქართველოს ღირსეულ წარდგენაზე იზრუნეს.
საირმე ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, სადაც მწვანე საფარი 60 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის აურზაურისგან შორს, სუფთა ჰაერზე, სასტუმრო კომპლექსი მოეწყო, რომელსაც გარს შერეული ტიპის ტყე აკრავს და ბუნებასთან სინთეზში სტუმრებს კიდევ უფრო დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.
ეს არის დიდი ისტორიის მქონე სივრცე, რომელიც განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას ინახავს. რუტინისგან თავის დაღწევა და მშვიდ ატმოსფეროში განტვირთვა კურორტის მთავარი პირობაა.
სწორედ ეს უპირატესობებია მიზეზი, რის გამოც საირმე ღირსეული ნომინანტი აღმოჩნდა World Travel Awards-ის დაჯილდოებაზე. ცერემონია 1993 წლიდან სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული. მათ შორის წარმოდგენილია: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო და საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.
საირმე მათ შორის ის ერთადერთი კურორტია, რომელიც რამდენიმე უპირატესობას აერთიანებს: აქ 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე, ასევე 1 თერმული წყარო ამოედინება, რაც მრავალი დაავადების განკურნების წინაპირობაა.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების კომპლექსი მომხმარებელს განტვირთვისთვის საჭირო ყველა სერვისს სთავაზობს. აქ არსებული პირობების გათვალისწინებით, ერთ სივრცეში თავშესაქცევად ყველაფერია.
კურორტზე მოქმედებს სპა და ველნეს-ცენტრი, ხოლო ორთქლის საუნები, დახურული და ღია აუზი სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი კუთხით საუკეთესო გარემოს ქმნის. ასევე, „მარილის ოთახი“ ბავშვებისა და უფროსების იმუნური სისტემის გაძლიერებას და იოდის დეფიციტის დაძლევას ემსახურება. სამკურნალო ნიშანთვისებების გარდა, საირმე აქტიური თუ პასიური დასვენების მოყვარულებისთვის იდეალური ადგილია. აქ ნებისმიერი გემოვნების მქონე სტუმრისთვის უამრავი თავშესაქცევია, რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასაც ხელს უწყობს.
საირმეში 4 რესტორანიც ფუნქციონირებს. ქართული რესტორნის – „ტერასის“ ვრცელი დარბაზი 250-მდე ადამიანს იტევს, „მონადირის სახლში“ კი მცირე კორპორატიული წვეულებები შეიძლება დაიგეგმოს. აქვეა რესტორანი საირმე ქართულ-ევროპული სამზარეულოს რჩეული გემოებით.
მთავარი სიახლე კი იტალიური რესტორნის გახსნაა, რომელზეც იტალიელმა არქიტექტორებმა, შეფმზარეულებმა და კურატორებმა იზრუნეს.
აღსანიშნავია, ისიც რომ ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის კუთხით, სასტუმრომ ახალი პროგრამაც დააანონსა.
საირმე ყველას დასვენების ადგილია, სადაც გართობისა და დასვენებისთვის უამრავი საშუალებაა, მათ შორის: 800 მეტრზე, მთებს შორის გადაჭიმული ზილპაინი. კომპაქტსპორტინგი − მიზანში სროლის მოყვარულებისთვის, „თოკების ქალაქი“, დღის განმავლობაში განტვირთვისთვის − ველოსიპედები, კომპლექსის სიახლოვეს კი, სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის, საფეხმავლო ბილიკები, სკუტერები.
საირმე სივრცეა, რომელიც ნებისმიერ დღეს მეხსიერებაში სასიამოვნო თავგადასავლად შემოინახავს და ღირსშესანიშნავი დღეების თანაზიარიც ხდება.
უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება შედეგები, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის პრესტიჟული ჯილდოს მიმღებ ნომინანტს გამოავლენს, საირმე კი ახლაც, გამარჯვების მოლოდინში, სტუმრებისთვის დაუვიწყარი დასვენებისა და საუკეთესო მოგონებების შეგროვებისთვის კვლავაც ზრუნავს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
0322 40 45 45
0322 40 45 46
F.B Best western sairme resort
Sairme hotels & resorts
e.mail:
reservations@sairmeresort.ge