იახტების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანიამ Azimut Benetti, რომელიც საიახტო ბიზნესში სტანდარტის განმსაზღვრელია, საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების თავის მხრივ შემსუბუქება შეძლო.
Azimut Benetti-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე და მისი მოადგილე ირაკლი პაპიაშვილი იახტების ყიდვა-გაყიდვასთან ერთად უკვე ჩარტერულ გაქირავებასაც უზრუნველყოფენ და მაშინ, როცა ქვეყნის მცხოვრებლები საზღვრებში მოექცნენ, საქართველოს ზღვისპირეთში საიახტო ინდუსტრიის განვითარება და მისი მენეჯმენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა; Azimut Benetti-იმ სასიამოვნო დროის გატარების გამორჩეული საშუალება გააჩინა და ქვეყნის ეკონომიკაში რელევანტური წვლილის შეტანა გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც კომპანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ბრენდის პროდუქტს საზოგადოება გაეცნო, მაშინვე გაჩნდა გაქირავების სერვისის მოთხოვნაც, რასაც კომპანიის წარმომადგენლობამ ოპერატიული ნაბიჯებით უპასუხა. მოთხოვნის განხორციელებამ კი მომხმარებელთა სურვილი რეალურ მოცემულობად აქცია და სულ მცირე ხანში, იახტების რენტალის კუთხით, აქტიურად მზარდი დინამიკა დაფიქსირდა. უპრეცედენტო საზღვაო გამოცდილებით, შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეულ ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
„Azimut Benetti საქართველომ“ ინიციატივა აიღო, რომ თანამედროვე, 2020 წლის საკუთარ ბალანსზე არსებული მოდელები გაქირავებაში ჩაეშვა და ბათუმის იახტ-კლუბში მათი პრეზენტაციით ქვეყანაში გართობისა და დასვენების, ასევე იახტების ინდუსტრიაში ლოკალურად ეთქვა ახალი სიტყვა.
გაქირავებაში 2020 წლის ექსპრეს-კრუიზერი ტიპის იახტებია, რომლებშიც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები მგზავრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს გულისხმობს. აქ მოსასვენებლად, გემრიელი სადილისთვის, მეგობრების შეკრებისა და გართობისთვის ყველა პირობაა.
რენტალი თავის თავში კვალიფიციური კაპიტნის მომსახურებასაც მოიცავს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გაქირავება და იახტაზე მყოფი ყველა პირი დაზღვეულია. ნებისმიერ სეზონზე გაქირავება ორი ტიპისაა: სრული დღით ან რამდენიმე საათის განმავლობაში.
როცა კრუიზერი მთელი დღით ქირავდება, საქართველოს არაერთ ულამაზეს სანაპიროსთან ღუზის ჩაშვება შესაძლებელია. იახტას აქვს ე.წ. მცურავი პლატფორმა, რომელიც ზღვაში ჩასასვლელია. ასევე ობიექტზე მოცულობითი არეა მოსასვენებლად და გასარუჯად.
ბანკებმა და სალიზინგო ორგანიზაციებმა საქმიანობის მომგებიანობა შეაფასეს და შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა. საკრედიტო და სალიზინგო ხელშეწყობის მზადყოფნა უმსხვილესმა ბანკებმა გამოთქვეს, რაც Azimut Benetti-ის ანგარიშს კიდევ არაერთ მცურავ ობიექტს შემატებს.
„აზიმუტ ბენეტი საქართველოსა“ და სხვადასხვა წარმატებულ დეველოპერულ კომპანიას შორის მოლაპარაკებების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე იახტების სადგომი მარინის მშენებლობა იგეგმება. სადგომებთან კი „აზიმუტ ბენეტი საქართველოს“ მიერ ბაზარზე შემოყვანილი კიდევ 6 შვილობილი კომპანიის ბრენდი ჩამოდგება − მათ შორის ამერიკული, ფრანგული და იტალიური კომპანიებია.