ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, სად გაატარო ზაფხულის შვებულება?
ქალაქისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში, სიმშვიდეში, საყვარელ ადამიანებთან ერთად... მიიღოთ სამკურნალო წყლები, აიმაღლოთ იმუნიტეტი და დატკბეთ ბუმბერაზი მთების პანორამით...
დიახ! ეს კურორტი საირმეა. სასტუმრო, რომელიც დამსვენებლებს საკუთარ სურვილებსა და გემოვნებაზე მორგებულ პირობებს სთავაზობს.
კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, კურორტი საზოგადოებას უამრავი სასიამოვნო სიახლით დაუბრუნდა. კურორტი საირმე ამჯერად დამსვენებლებს სპას, გარე და შიდა აუზს და სხვა სარელაქსაციო პროცედურებს სთავაზობს. კურორტი ზრუნავს იმაზე, რომ პანდემიის პერიოდში დამსვენებლები სრულად ინფორმირებულები იყვნენ ჰიგიენის, აუზებში დისტანციისა და ზოგადად, უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.
როგორც საირმის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ნონიკა ვაშაყმაძემ OK!-ისთან საუბრისას აღნიშნა, კურორტზე ასევე ფუნქციონირება დაიწყო სპორტულმა აქტივობებმა, ზიპლაინმა, ე.წ. თოკების ქალაქმა და სასროლეთმა. „როგორც მოსალოდნელი იყო, კურორტს ძალიან ბევრი დამსვენებელი ეწვია. ამას ალბათ ისიც განაპირობებს, რომ ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და მუდამ სიახლეების ძიებაში ვართ. დაგვემატა ელექტროსკუტერები, რომლითაც ჩვენს დამსვენებლებს შეუძლიათ მთებში გაისეირნონ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცენტრალურ სასტუმრო Sairme Hotels & Resorts-ის პირველ ნაწილში, სადაც მდებარეობდა კაფეტერია და ჩვენი დამსვენებლები სამჯერადი კვებით სარგებლობდნენ, პირველი აგვისტოდან ევროპული სტანდარტის იტალიური კონცეფციის რესტორანი იხსნება, რომლის დაპროექტებაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა; შეიცვალა დიზაინი და იქნება განსხვავებული კონცეფციის სივრცე, სადაც ჩვენს დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ მიირთვან უგემრიელესი კერძები“.
კურორტზე მდებარე ქართულ რესტორანში „ტერასა“ აგვისტოს პირველსავე კვირას გაიმართება ივენთები, სადაც მოწვეული იქნებიან ყველასთვის საყვარელი მომღერლები. შესაბამისად, შეგიძლიათ დაგეგმოთ ზაფხულის შვებულება და გაატაროთ მრავალფეროვანი, სასიამოვნო საღამოები კურორტ საირმეში. სტუმართმოყვარე გუნდი აქ თავს შინ გაგრძნობინებთ.
აგვისტოს მეორე ნახევარში კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდის მიზნით, დამსვენებლებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ფესტივალს, რაც იმას ემსახურება, რომ საირმეში დასვენება მომხმარებლებისთვის არ იყოს ერთფეროვანი, არამედ პირიქით − რაც შეიძლება სასიამოვნო და დადებითი ემოციებით აღსავსე.
საკონტაქტო ინფორმაცია: 0322 40 45 45; 0322 40 45 46
F.B Best western sairme resort; Sairme hotels & resorts
e.mail: reservations@sairmeresort.ge