დადგა ყველასთვის ნანატრი, ყველაზე ფერადი და ცხელი ზაფხულის სეზონი, რომელიც წარმოუდგენელია დავენებისა და განტვირთვის გარეშე. დამეთანხმებით, აგვისტო საუკეთესო პერიოდია დილით ზღვასთან შესახვედრად და ოქროსფერი რუჯის მისაღებად, მაგრამ ამ დროს აუცილებელია კომფორტული გარემო, რათა ჩვენი დასვენება სრულყოფილი იყოს და მთელი წელი გაგვყვეს ეს დაუვიწყარი წუთები. OK! TRAVEL BOOK-ი სასტუმრო „ლონდონის“ შესახებ გიამბობთ, რომელიც ბათუმის შუაგულში, ზღვასთან ძალიან ახლოს მდებარეობს და დამსვენებლებს მყუდრო გარემოს, კომფორტულ მომსახურებასა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
პირველად როდის გამოჩნდა სასტუმრო ქართულ ბაზარზე?
სასტუმრო „ლონდონი“ ქართულ ბაზარზე 1 წლის წინ, 2019 წლის 1 ივლისს გამოჩნდა. მიუხედავად მცირე დროისა, უკვე მოვიპოვეთ საზოგადოების მხრიდან ინტერესი და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასტუმრო საკმაოდ წარმატებულად ფუნქციონირებს.
რა სახის მომსახურებებს სთავაზობს სასტუმრო საზოგადოებას?
ჩვენ ვთავაზობთ სტუმრებს ძალიან მყუდრო, თანამედროვე, ულამაზეს, ნათელ ოთახებს და მრავალფეროვან საუზმეს (შვედური მაგიდა).
რა მიგაჩნიათ სასტუმრო „ლონდონის“ მთავარ უპირატესობად?
სასტუმრო „ლონდონის“ მთავარი უპირატესობა არის ადგილმდებარეობა და გამორჩეული ოთახები. სასტუმრო მდებარეობს ძველ ბათუმში, ახლოს ცენტრთან და ყველა ტურისტულ პუნქტთან. მიუხედავად ამისა, ქუჩა არის ძალიან მშვიდი და წყნარი, აივნიდან იშლება ულამაზესი ხედები ძველ ბათუმზე. ოთახები გამორჩეულია დიზაინით, გადაწყვეტილია ძალიან თბილ და ლამაზ ტონალობებში.
გუნდი, რომელიც სასტუმროს უკან დგას...
სასტუმრომ ასეთი პოპულარობა უპირველესად მოიპოვა იმიტომ, რომ ამ წარმატების უკან დგას სტაფი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, თითოეული სტუმრის კმაყოფილება და კეთილგანწყობა მოიპოვოს. პერსონალის ყოველი წევრი თავდაუზოგავად შრომობს, რათა სასტუმროს შეუნარჩუნოს თავისი რეიტინგი და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.
გვესაუბრეთ გარემოზე, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს ხვდებათ.
ჩვენთან მოსულ სტუმრებს ხვდებათ მეგობრული, თბილი გარემო. უპირველეს ყოვლისა, პერსონალი, რომელიც მუდამ პოზიტიურად არის განწყობილი სტუმრის მიმართ და ყოველთვის მზად არიან გაუწოდონ სტუმარს დახმარების ხელი. დახვდებათ კეთილმოწყობილი ოთახები, ყველა საჭირო ნივთით.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
სამომავლოდ ვგეგმავთ უფრო მეტი პოპულარობა მოვიპოვოთ, უფრო მეტი კმაყოფილი სტუმარი გვყავდეს, დავიმკვიდროთ ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროს სახელი ჩვენი სერვისით; გავიდეთ ახალ ბაზარზე, მოვიზიდოთ ტურისტები რაც შეიძლება მეტი ქვეყნიდან, რათა ვაჩვენოთ, თუ როგორი მასპინძლობა შეგვიძლია საქართველოში.
FB: Hotel London • სასტუმრო ლონდონი
მის: ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. 52
ტელ: 557 34 43 43