დასასვენებლად წასვლა ყველა ჩვენგანისთვის ახალ ისტორიებთან, მოგონებებთან, განტვირთვასთან და ადამიანების გაცნობასთან ასოცირდება, თუმცა მისი დაგეგმვა საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. იმისათვის, რომ ყოველდღიურობისგან დროებით გავთავისუფლდეთ, სრულყოფილად დავისვენოთ და ეს პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალის ორგანიზება გვიწევს. სწორედ ამიტომ, ჟურნალი OK! გთავაზობთ 6 რჩევას, იმისათვის, რომ ეს პროცესი მართლაც დაუვიწყარი იყოს და მთელი ცხოვრება გაგყვეთ განცდილი ემოციები.
1. უპირველესად, შეარჩიეთ ადგილი, რომლის მონახულებასაც აპირებთ. მოიძიეთ ყველანაირი სახის ინფორმაცია ისტორიაზე, კულტურაზე, გასართობ ადგილებზე. წინასწარ განსაზღვრეთ, ექსკურსია გსურთ, ინდივიდუალური ტური, ლაშქრობა, ბანაკი თუ სხვ.
2. აუცილებლად გათვალეთ თქვენი ბიუჯეტი, გადახედეთ ფასებს და შეადარეთ თქვენ მიერ განსაზღვრულ თანხას.
3. ბიუჯეტის გათვლის შემდეგ, შეიძინეთ სამგზავრო ბილეთები და დაჯავშნეთ საცხოვრებელი ადგილი. განსაზღვრეთ, სად გსურთ ამ პერიოდის გატარება – ქალაქის ცენტრში, გარეუბანში, მთებთან ახლოს თუ ზღვის პირას.
4. გადაამოწმეთ, როგორი ამინდის პროგნოზია გამოცხადებული დასვენებისთვის განკუთვნილი დღეების განმავლობაში. ეს კიდევ უფრო დაგეხმარებათ და გაგიმარტივებთ დასვენებისთვის გამოყოფილი პერიოდის სწორად განსაზღვრას.
5. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ბარგის ჩალაგებაა. შეარჩიეთ ადგილის, სეზონისა და ამინდის შესაბამისი ტანისამოსი.
6. დაბოლოს... გადაიღეთ რაც შეიძლება ბევრი ფოტო, რათა ამა თუ იმ ადგილას განცდილი ემოციები რაც შეიძლება დიდხანს გაგყვეთ. შეიქმენით მოგონება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგახსენებთ ამ დაუვიწყარ წუთებს.