იახტების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია AZIMUT BENETTI, რომელიც საიახტო ბიზნესში სტანდარტის განმსაზღვრელია, ახლა საქართველოში „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს თავის მხრივ ამსუბუქებს. AZIMUT BENETTI-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი ჩიკვაიძე და მისი მოადგილე, ირაკლი პაპიაშვილი იახტების ყიდვა-გაყიდვასთან ერთად, ჩარტერულ გაქირავებას უზრუნველყოფენ და მაშინ, როცა ქვეყნის მცხოვრებლები საზღვრებში მოექცნენ, საქართველოს ზღვისპირეთში საიახტო ინდუსტრიის განვითარება და მისი მენეჯმენტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა; AZIMUT BENETTI-იმ სასიამოვნო დროის გატარების გამორჩეული საშუალება გააჩინა და ქვეყნის ეკონომიკაში რელევანტური წვლილის შეტანა გადაწყვიტა.
რა ტიპის ინიციატივა აიღო „Azimut Benetti საქართველომ“ იახტების რენტალის სერვისის შეთავაზებით?
(გიორგი): მას შემდეგ, რაც კომპანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და ბრენდის პროდუქტს საზოგადოება გაეცნო, მაშინვე გაჩნდა გაქირავების სერვისის მოთხოვნაც.
„Azimut Benetti საქართველომ“ ინიციატივა აიღო, რომ თანამედროვე, 2020 წლის საკუთარ ბალანსზე არსებული მოდელები გაქირავებაში ჩაეშვა და ბათუმის იახტ-კლუბში მათი პრეზენტაციით ქვეყანაში გართობისა და დასვენების, ასევე იახტების ინდუსტრიაში ლოკალურად ეთქვა ახალი სიტყვა.
რას გულისხმობს გაქირავების სერვისი?
(ირაკლი): გაქირავებაში 2020 წლის ექსპრეს-კრუიზერი ტიპის იახტებია, რომლებშიც უახლესი ტექნოლოგიური მიღწევები მგზავრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს გულისხმობს. აქ მოსასვენებლად, გემრიელი სადილისთვის, მეგობრების შეკრებისა და გართობისთვის ყველა პირობაა.
რენტალი თავის თავში კვალიფიციური კაპიტნის მომსახურებასაც მოიცავს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი გაქირავება და იახტაზე მყოფი ყველა პირი დაზღვეულია. ნებისმიერ სეზონზე გაქირავება ორი ტიპისაა: სრული დღით ან რამდენიმე საათის განმავლობაში.
როცა კრუიზერი მთელი დღით ქირავდება, საქართველოს არაერთ ულამაზეს სანაპიროსთან ღუზის ჩაშვება შესაძლებელია. იახტას აქვს ე.წ. მცურავი პლატფორმა, რომელიც ზღვაში ჩასასვლელია. ასევე ობიექტზე მოცულობითი არეა მოსასვენებლად და გასარუჯად.
როგორ გაუწიეთ ორგანიზება ახალი სერვისის საქართველოში დანერგვას? როგორი იყო Azimut Benetti-სთან მოლაპარაკებები?
(გიორგი): კომპანიამ გადაწყვიტა ჩვენსავე სახელზე არსებული მცურავი ობიექტების ლიზინგი გაგვეხორციელებინა. ბანკებმა და სალიზინგო ორგანიზაციებმა ჩვენი საქმიანობის მომგებიანობა შეაფასეს და შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგა. რაც შეეხება Azimut Benetti-ის, მათთან თანამშრომლობა მათი დიდი ოჯახის წევრად ყოფნას გულისხმობს და განვითარებისთვის გადადგმულ ჩვენს ყველა ნაბიჯს მხარდაჭერას უცხადებენ.
როგორი გავლენა იქონია covid-19-ის პანდემიამ Azimut Benetti-ის საქმიანობაზე?
(გიორგი): სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ბიზნესის საქმიანობის თვალსაზრისით, ეს არათუ შემაფერხებელი, არამედ განვითარების მაპროვოცირებელი გახდა.
(ირაკლი): იმ პირობებში, როცა იახტების კომპანიების დიდი ნაწილი უბრალოდ კოტრდება, „აზიმუტმა“ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებითა და სწორი მენეჯმენტით წინსვლა შეძლო.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
(გიორგი): გარდა იმისა, რომ „აზიმუტ ბენეტი საქართველოს“ წარმოვადგენთ, შემოგვყავს კიდევ 6 შვილობილი კომპანიის ბრენდი, მათ შორის ამერიკული, ფრანგული და იტალიური კომპანიებია, და სულ მალე ამ ახალი ბრენდების ოფიციალურად შემოსვლაც მოხდება.