საქართველოში მოგზაურობა წელს განსაკუთრებით აქტუალურია. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პროექტი „იმოგზაურე საქართველოსთვის“, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა კუთხეს უკეთესად გავაცნობთ მოქალაქეებს.
შიდა ტურიზმის განვითარება ყოველთვის იყო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია და დღევანდელ ვითარებაში კიდევ უფრო დიდ ღირებულებას იძენს, რაც ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს, გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გვერდით დავუდგეთ ტურიზმის ინდუსტრიას და მოგზაურობით ხელი შევუწყოთ ამ სექტორის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა მხარეში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ქვეყნის შიგნით მოგზაურობის სურვილი.
დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და გამორჩეულია მრავალფეროვანი, ულამაზესი ადგილებით, ტურისტული პროდუქტებით, მათ შორის უცნობი ტურისტული მიმართულებებით, რომელსაც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ.
კერძო სექტორი მზადაა და მოტივირებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ისე, რომ ბოლომდე დაცული იყოს ნორმები და რეგულაციები, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინერგება COVID-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
მარიამ ქვრივიშვილი – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი