„ტობავარჩხილის“ ან იგივე „ვერცხლის ტბა“ სამეგრელო-ზემო სვანეთში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტზე, ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. ის ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა და მას „დიდ ტობასაც“ უწოდებენ. ტბიდან სათავეს ირებს მდინარე მაგანა, რომელიც ულამაზესს კანიონსა და ჩანჩქერებს წარმოქმნის. მტკნარი წყლის გამო ტბაში თევზები არ არიან, თუმცა ის ბუნების მოყვარულთათვის არაჩვეულებრივი ადგილია. ტბასთან მისასვლელად დაახლოებით სამი დღის ფეხით სავალი გზაა, ამიტომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათთვის ვისაც კემპინგი ძალიან უყვარს. ტბა გარემოს სილამაზეს და ფერებს ირეკლას და ხშირად მოლურჯო-მოვერცხლისფრო ფერი დაკრავს სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელი.