ფარავანის, ვულკანური - ტექტონიკური ტიპის ტბა სამცხე ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2073 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტბა ზამტარში გაყინულია, ყინულის ზომა კი 47-73 სმ-ს შეადგენს. ტბა მდიდარია თევზებით, მის ირგვლივ არის რამდენიმე სოფელი, მათ შორის სოფელი ფოკა, ფოკის მამათა მონასტერი და შაორის ციხე. ეს ტბა საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ტბაა და იდეალურია კემპინგის მოსაწყობად.