ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს. მისი ფართობი 9030 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პარკი მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. პარკის 35% ტყითაა დაფარული, ხოლო დანარჩენი ალპურ იალაღებს, მორენებს, მუდმივად თოვლით დაფარულ მწვერვალებს და კლდეებს უჭირავს. ამ ადგილებში უამრავი იშიათი ჯიშის ცხოველი და ფრინველი ბინადრობს. რეგიონი ასევე მდიდარია ისტორიული საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლით, რომელთა შორისაა არა ერთი ეკლესია.