საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვაშლოვანის ეროვნული პარკი მდებარეობს, რომელიც ყოველწლიურად უამრავ ტურისტს მისი არაჩვეულებრივი ბუნებით და ხედით იზიდავს. ეს ადგილი ზღვის დონიდან 100-900 მ-ის მდებარეობს.
ეს ადგილი 2003 წელს დაარსდა, მისი ფართობი 25114 ჰექტარია და მის შემადგენლობაში ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლია.