პრომეთეს მღვიმე 1984 წელს აღმოაჩინეს. ის საქართველოში, კერძოდ კი წყალტუბოში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოწმნილი. ამ ადგილის მონახულებისას თქვენ შეხვდებით მიწისქვეშა ტბებს და მდინარეებს, სხვადასხვა ტიპის სტალაქტიდებს და სტალაგმიტებს. მღვიმეს კიდევ უფრო ალამაზებს სპეციალურა დდამონტაჟებული არაჩვეულებრივი განათება. ეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.