15 ივნისიდან კურორტი საირმე იმუნიტეტის ასამაღლებელ და გამაჯანსაღებელ პროგრამას იწყებს, რაც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შემდეგ, თითოეული მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანესია. ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს შერეული ტიპის ტყეები, ჟანგბადით გაჯერებული მთები, 4 ტიპის სამკურნალო და თერმული წყალი, ასევე ნატურალური პროდუქტებისგან შედგენილი მენიუ, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის იმუნიტეტის ამაღლების გარანტიაა.
„ბესთ ვესტერნ საირმე“ 15 ივნისიდან უმასპინძლებს დამსვენებლებს, მოგვიანებით კი სასტუმრო „საირმე რეზორტი“ განახლებული და გამრავალფეროვნებული ინსფრასტრუქტურით დაგხვდებათ. გუნდმა დაიწყო მუშაობა, თუ როგორ აემაღლებინათ დამსვენებლების იმუნიტეტი პანდემიის შედეგ და სწორედ ეს ზაფხული იქნება თითოეული მათგანისთვის გაჯანსაღებისა და სრულფასოვანი დასვენების სეზონი და ამაზე იქნება მთელი კურორტი ორიენტირებული.
სწორედ ამიტომ, საირმე გთავაზობთ: იოგას მასტერკლასებს, აკვააერობიკის გაკვეთილებს თერმულ წყალში გარე აუზთან და სხვა გამამკვრივებელ და გამაჯანსაღებელ პროცედურებს, რომლებიც ასევე წონის კლებაშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ამ ყველაფრის პარალელურად, კურორტი დაიტვირთება გარე ზონებით იმისათვის, რომ მომხმარებლებმა დაიცვან დისტანცია. გამოყოფილი იქნება როგორც ცალკე გასარუჯი, ასევე საპიკნიკე და სასეირნო ზონები.
კურორტს რასაკვირველია არ გამორჩენია მისი მცირეწლოვანი დამსვენებლები და სეზონის გახსნიდან მათი განწყობის ამაღლებაზე ანიმატორები იზრუნებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. ასევე ჩატარდება ბავშვების ინტელექტის ასამაღლებელი მასტერკლასები.
დაბოლოს... უსაფრთხოება, რომელიც ამ სეზონზე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება, კურორტ საირმეში დაგხვდებათ, რომელიც ახალი რეგულაციებით იწყებს მუშაობას და სრული მზადყოფნით ხვდება დამსვენებლებს.
საკონტაქტო ინფორმაცია: 0322 40 45 45; 0322 40 45 46
F.B Best western sairme resort
Sairme hotels & resorts
e.mail: reservations@sairmeresort.ge