ლოს ჰირინკი ფოტოგრაფია, რომელმაც ჩვეული საქმიანობა დაკვირვების შედეგად ხელოვნების ნიმუშად აქცია. ის ჰანოიში საათობით იღებდა ქუჩის მოვაჭრეებს, რომლებიც ველოსიპედების მეშვეობით გადაადგილდებოდნენ. ლოის ყოველთვის ხიბლავდა ამ ადამიანების ყოველდღიური ფუსფუსი და გადაწყვიტა ეს ყველაფერი უნიკალური გზით აესახა. ფოტოგრაფი ყოველ დილას 4 საათზე დგებოდა, ხიდზე დგებოდა, გამყიდველების გავლას მოთმინებით ელოდა და ფერად, სიმეტრიულ კადრებს აფიქსირებდა. "ერთხელ 5 საათი ვიცადე, მაგრამ ვერცერთი კადრი ვერ გადავიღე" - იხსენებს ჰირინკი - "ჩემთვის შთამბეჭდავია თუ როგორ მოაქვთ ამ ქალებს თავიანთი პროდუქტი. მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რა ლამაზები არიან, ვერ ხვდებიან რომ მორთული ველოსიპედებით ყოველდღე ქმნიან ხელოვნებას".