საქართველოში უამრავი ეროვნული პარკია, რომლებიც ყოველწლიურად უამრავ ადამიანს ულამაზესი ბუნების და ხედის დამსახურებით იზიდავს. მათ რიცხვში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ალგეთის ეროვნული პარკია, რომელიც ზღვის დონიდან 1100-1950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ალგეთის ეროვნული პარკის შესასვლელი მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძართან მდებარეობს, სწორედ აქედან იწყება ტურისტული ბილიკი ე.წ. „სამეფო ქედი“. ამ ეროვნული პარკის მონახულებისას ულამაზესი გარემო აუცილებლად არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებების ქვეშ დაგტოვებთ.