რესპონდენტი, რომელიც ახლა ჩვენს მკითხველს საკუთარ კომპანიაში არებული სიახლეების შესახებ უამბობს, OK!-ის ობიექტივში პირველად არ მოხვდა. საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩვენი ჟურნალის ყურადღება მიიპყრო და დარწმუნებული ვარ, არაერთი ახალგაზრდასთვის გახდებოდა შთაგონების წყარო მის მიერ გადადგმული ნაბიჯები წარმატების მისაღწევად. „აზიმუტ ბენეტის“ რეგიონულ მმართველ გიორგი ჩიკვაიძეს უამრავი სიახლე აქვს, რომელსაც დეტალურად მის ახალ მოადგილე ირაკლი პაპიაშვილთან ერთად გვიამბობს.
გიორგი, ჩვენი მკითხველი უკვე დიდი ხანია გიცნობთ. სანამ უშუალოდ კომპანიაში არსებულ სიახლეებზე გადავალთ, გვიამბეთ თქვენი ახალი მოადგილის − ირაკლის შესახებ, რომელიც სულ ახლახან შემოუერთდა „აზიმუტ ბენეტს“.
(გიორგი): ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი კომპანიის ახალმა თანამშრომელმა და უშუალოდ ჩემი, როგორც გიორგი ჩიკვაიძის, დირექტორის ახალმა მოადგილემ ირაკლი პაპიაშვილმა, რომელიც მოვიდა ახალი იდეებითა და ბევრად საინტერესო ხედვით. ამ სიახლემ ფაქტობრივად მთლიანად შეცვალა ჩვენი არსებული გეგმის მიმდინარეობა, მასშტაბური შეხვედრები ჩვენს პოტენციურ კლიენტებთან და პრეზენტაციები. დისტანციურ რეჟიმშიც კი ირაკლისთან თანამშრომლობით ბევრ წარმატებას მივაღწიეთ.
რა გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს კომპანიაზე და რა სიახლეებით ხვდებით ახალ სეზონს?
(ირაკლი): კორონავირუსის პირობებში უამრავი კომპანია გაკოტრდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „აზიმუტ ბენეტი“ კი ერთ-ერთია, რომელიც პირიქით, მაქსიმალურად მობილიზდა და პანდემიის დასრულებას მეტი შემართებითა და ახალი ძალებით ხვდება. მთელი ამ დროის განმავლობაში, ონლაინრეჟიმში შეუჩერებლად ვმუშაობდით მომხმარებლებთან, რის შედეგადაც რამდენიმე იახტა გაიყიდა, მათ შორის ნაწილი უკვე საქართველოშია და ივნისის შუა რიცხვებიდან შემოგვიერთდება მეორე ნაწილი. გარდა ამისა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად ვიყავით ჩართული და გვერდით ვედექით სახელმწიფოს, რითაც შეგვეძლო პანდემიის პირობებში.
უფრო დეტალურად გვითხარით, როგორ შეინარჩუნეთ ის პოზიცია, რომელსაც თქვენი კომპანია მყარად ინარჩუნებს?
(გიორგი): „აზიმუტ ბენეტი“ გახლავთ დაახლოებით ნახევარსაუკუნოვანი კომპანია, რომელსაც ძალიან ბევრი სირთულე და აღმასვლა გამოუვლია მთელი ამ დროის განმავლობაში. შესაბამისად, ამ ყველაფრის უმტკივნეულოდ გადატანა ჩვენმა სწორმა მენეჯმენტმა და გამოცდილებამ გამოიწვია.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
(ირაკლი): ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დღეს არსებული არცთუ სახარბიელო ინფრასტრუქტურის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მაინც ჩავანაცვლოთ იახტების პარკი, იმიტომ, რომ ზღვისპირეთში წარმოდგენილი იახტებიდან უმეტესობას
ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული და შესახედავადაც დიდად თვალშისაცემად არ გამოიყურება. ამიტომ ახლა უკვე იმ პირობების გათვალისწინებით, პრინციპულად მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენ ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურისტებს მოიზიდავს ამ მიმართულებით, რათა ჩვენი ზღვისპირეთი ბევრად აქტიური და სანახაობრივი იყოს დამსვენებლებისათვის. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ ვერ წარმოგვიდგენია ზღვა ლამაზი კატერების და იახტების გარეშე, ამიტომ ეს იქნება ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რომ შემოვიყვანოთ ჩვენ მიერ წარმოდგენილი ბრენდები.
(გიორგი): ასევე მინდა აღვნიშნო, რომ „აზიმუტ ბენეტის“ გარდა, ჩვენ ასევე წარმოვადგენთ A კლასის რამდენიმე ბრენდს. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენთვის კიდევ მოხდა მნიშვნელოვანი თანამშრომლობის გაღვივება სეგმენტურად დაკავშირებულ ბევრ კოპანიასთან. ერთ-ერთი ასეთია ლუქს-ბრენდების ოფიციალური წარმომადგენლობით 1996 წლიდან ინტერიერისა და ექსტერიერის პროდუქციის შოურუმი MOTIF. ჩვენთვის პრინციპულად მნშვნელოვანია, რომ ჩვენს პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. სწორედ აქედან გამომდინარე გამოიკვეთა ჩვენი კომპანიისა და MOTIF-ის თანამშრომლობის კვეთის წერტილი, რაც ბევრ პრივილეგიას ანიჭებს როგორც ერთ, ისევე მეორე კომპანიას.
ასევე, ახლო მომავალში ვგეგმავთ და უკვე განხილვის პროცესშია, რომ ავაშენოთ იახტების გასაჩერებელი ადგილი. იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ამის ორგანიზებისთვის ძალიან მცირე დრო დაგვჭირდება, რადგან ექსპრესმარინები აწყობილი იქნება ეგრეთ წოდებული Floating Pontoon-ებით. უფრო დეტალურად ჩვენი სიახლეების შესახებ OK!-ის შემდეგ ნომერში იხილავთ.
ტელ: 593 39 93 63
FB: Azimut Yachts Georgia
azimutyachts.ge