იტალიელი არტისტი, ედუარდო ტრესოლდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ულამაზეს პროქტზე მუშაობდა, რაც მავთულებისგან ეკლესიის შექმნას გულისხმობდა. ის რაც თავდაპირველად შესაზლოა 3D, ილუზია ანდაც განათებებისგან შექმნილი სილუეტი გეგონოთ სინამდვილეში დანგრეული ეკლესიის მავთულებით აღორძინებაა.
იტალიაში უამრავი ქრისტიანული ეკლესიაა. ედუარდოს მიერ შექმნილი ინსტალაციაც სწორედ უძველესი ეკლესიის გაცოცხლებას ემსახურება.
ინსტალაცია ყოვეწლიურად უამრავ ტურისტს მასპინძლობს და მათ გულებს სამუდამოდ იპყრობს. ედუარდომ ეკლესიის ულამაზესი დეტალებიც კი გააცოცხლა და ახლა ადგილი, რომელიც იტალიის ძველ საპორტო ქალაქში, სიპონტოში მდებარეობს ნამდვილად გაგაოცებთ და შთაბეჭდილების ქვეშ დაგტოვებთ.