სამხრეთ პოლონეთში მდებარე „ველიჩკას“ მარილის მაღარო ამ მინერალის მოპოვების ერთ-ერთი უძველესი და უმშვენიერესი ადგილია, რომელმაც ფუნქციონირება ჯერ კიდევ მე-13-ე საუკუნეში დაიწყო, ხოლო იუნესკომ 1978 წელს მას მსოფლიოს მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ახლა მაღაროს ყოვეწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც მიწისქვეშა სასახლით აღფრთოვანებულები რჩებიან. მაღაროშ თქვენ შეხვდებით 287 მეტრზე გადაჭიმულ დერეფნებს, უზარმაზარ დარბაზებსა და სამლოცველოებს, მარილისგან შექმნილ უზარმაზარ ჭაღებსა და ქანდაკებებს, მიწისქვეშა ტბებს, კედელზე ამოკვეტილ გამოსახულებებს და უამრავ სხვას. სწორედ ამიტომ ეს მოგზაური ფოტოგრაფების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.