არსებობს ადგილები, რომელთა აღბეჭდვა ყველა მოგზაური ფოტოგრაფის ოცნება და მიზანია, ერთ-ერთი ასეთი ადგილი ჩეხეთში მდებარე, მორავიის რეგიონის ბუნებაა. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით მორავიის მინდვრები სავსეა ფოტოგრაფებით, რომლებიც ულამაზესი ბუნების აღბეჭდვას ცდილობენ და შემდეგ მათ ნამუშევრებს ფოტო ალბომში აერთიანებენ. ამ ადგილს ფოტოგრაფების გარდა უამრავი ტურისტიც სტუმრობს, თმცა ახლა, როდესაც მოგზაურობა შეუძლებელია OK! გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც ჩეხეთის უკამაზეს ბუნებას ასახავს.