მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიას ებრძვის და საზოგადოების უმეტესი ნაწილი საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება, პივნგვინებმა დრო იხელთეს და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება გადაწყვიტეს. სინამდვილეში, ყველაფერი პირველი აპრილის ხუმრობით დაიწყო, როდესაც Randy Wisthoff-ის Kansas City-ის ზოოპარკის თანამშრომლის პატარა ხუმრობამ ახალი ექსპერიმენტის იდეა წარმოშვა. მუზეუმ Nelson-Atkins Museum of Art-ის დირექტორი Julián Zugazagoitia ინოვატორულ იდეას მაშინვე დათანხმდა და მუზეუმში ნახატების დასათვალიერებლად პინგვინები შეუშვა. ნამუშევრების ნახვისას ფრინველები ნახატებს თვალს ვერ წყვეტდნენ. მუზეუმის დირექტორმა ინსაიდერთან საუბრისას, განაცხადა, რომ მისთვის უცნობია და წარმოუდგენელი ცნობენ თუ არა პინგვინები ადამიანის სახეებს, თუმცა მისთვის ის ფაქტი აშკარად ცხადი იყო, რომ ეს პატარა არსებები კედელზე ჩამოკიდებული ხელოვნების ნიმუშებით მეტად დაინტერესდნენ.