მიტოვებული სოფელი, რომელიც ჩინეთში მდებარეობას ძველად მეთევზეებს ეკუთვნოდათ. ეს იყო ადგილი სადაც სამი ათასამდე მეთევსე ცხოვრობდა, თუმცა ახლა ეს სოფელი მთლიანად მცენარეებმა ჩაყლაპა. 1990 წელს მეთევზეებმა სოფელი მიატოვეს და საცხოვრებლად ქალაქთან ახლოს გადავიდნენ, ახლა კი სოფელში მხოლოდ ორი ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც აცხადებენ, რომ ეს ადგილი ძალიან უყვართ და არსად წასვლას არ აპირებენ.
სოფელი ყოველწლიურად უიამრავ ტურისტს იზიდავს, რომლებიც ბუნების მიერ ჩაყლაპულ ადგილს უამრავ ფოტოს უღებს. მოგზაური და ბუნების მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ეს ადგილი ერთ-ერთი საყვარელია, სწორედ ამიტომ OK! გთავაზობთ მიტოვებული სოფლის არაჩვეულებრივ ფოტოებს.