„ბელგიის მოსახლეობა ნამდვილი ხელოვანია“- ეს იყო ფრანგი ფოტოგრაფის განცხადება, როდესაც მის ნამუშევრებზე ჰკითხეს. ფოტოგრაფმა, ჯინ-ლუკ ფელიქსმა ბელგიაში სამი წელი გაატარა, ის ქუჩებში სეირნობდა და მოსახლეობის ფანჯრებს უღებდა ფოტოებს, ხოლო საბოლოოდ მიღებული შედეგით თავადაც გაოცდა და ფოტოალბომი გამოსცა. „მათი ფანჯრები ნამდვილი მუზეუმებია“ – წერს ფოტოგრაფი მის ალბომში.
ფელიქსის ფოტოებს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, მსოფლიოს მოსახლეობა გაოცდა და შეიყვარა ეს უჩვეულო ფოტოალბომი, სწორედ ამიტომ OK! გთავაზობთ ბელგიის მოსახლიობის უცნაური ფანჯრების ფოტოებს.