ვილნიუსმა ახლახანს გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ქალაქში კაფე-ბარები გაიხსნა, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაცვით. კაფე-ბარებს ქალაქმა მისი თავისუფალი ტერიტორიები, ქუჩები, სკვერები, მოედნები და ა.შ უთმო, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქში კაფე-ბარების მეპატრონეებს აქვთ უფლება განათავსონ მაგიდები და განაახლონ მუშაობა, თუმცა გარკვეული რეგულაციების დაცვით, რომელთაგან ერთ-ერთი არის ის, რომ მომხმარებლები ერთმანეთისგან ორი მეტრის დაშრებით უნდა დასხდნენ.
მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა ქვეყანაში აუცილებელი რჩება პირბადეებისა და ანტიბაქტერიული ხსნარის, ჰაიჯელის გამოყენება და იკრძალება სამ ადამიანზე მეტის ერთად გადაადგილება. წყაროს ცნობით მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით მოეკიდა, კაფე-ბარების მფლობელებმა კი განაცხადეს, რომ ახლა ამ ინიციატივის მიღება ძალიან დროული იყო.