ფლამინგო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცვეულო, თუმცა ლამაზ ფრინველად, მისი გრძელი ფეხების და ვარდისფერი შეფერილობის გამო ითვლება. სწორედ ამ თვისებებმა მიიზიდეს მოგზაური ფოტოგრაფი ტანზანიაში, რომლებმაც იქ რამდენიმე კვირა სწორედ ამ ფრინველების აღსაბეჭდათ გაატარეს. ერთ-ერთი ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ფლამინგოების გამო ის დროის უდიდეს ნაწილს კონკრეტულ ტბასთან ატარებდა, რომელიც მათი საკვებით, პატარა კრევეტებით იყო სავსე. ახლა ფოტოგრაფები ტანზანიაში გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროებენ და თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, სახლიდან გაუსვლელად ფლამინგოებთან სამოგზაუროთ ეპატიჟებიან.