მოგზაურობა ყველას ძალიან უყვარს. ახალი კულტურის მონახულება, უცხო ქვეყნის არქიტექტურის და ისტორიის გაცნობა ან უბრალოდ დასვენება, ეს არის ის ყველაფერი რაც მოგზაურობას არაჩვეულებრივს ხდის, თუმცა არსებობს ადგილები, რომლებსაც ტურისტები პირველი ვიზიტის შემდეგ მეორედ აღარ უბრუნდებიან ან უბრუნდებიან უბრალოდ ძალიან იშვიათად. გაგიკვირდებათ და ეს ადგილები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქები და ქვეყნებია. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად ქვეყანაში ტურისტების არ დაბრუნება იმით არის განპირობებული, რომ ეს ქვეყნები დიდ პოპულარობას სარგებლობს და ქვეყანაში, სადაც ბევრი ტურისტია დაბრუნება არ ღირს.
OK! გთავაზობთ იმ ადგილების ჩამონათვალს სადაც ტურისტები იშვიათად ან საერთოდ აღარ ბრუნდებიან.
პარიზი
გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ჩამონათვალში პირველი ადგილი პარიზს უჭირავს, რომელიც გამოკითხვის შედეგად მოიპოვა. ტურისტები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ულამაზესია ყოველწლიურად მას 16 მილიონი ადამიანი სტუმრობს რაც ამ პატარა ქვეყნისთვის ძალიან ბევრია.
დელი, ინდოეთი
ამ ადგილს ტურისტები რამდენიმე მიზეზის გამო აღარ უბრუნდებიან. დელიში ძალიან ბევრი ხალხია, ქუჩები სავსეა ნაგვით, ქალაქის საგარეო მინისტრმა კი განაცხადა, რომ ქალები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, არ გამოიყენონ ტაქსი და ღამით აუცილებლად დარჩნენ სახლებში.
ვენეცია
ვენეციაში უამრავი ტურისტია, მეტიც მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ვენეციაში ადგილობრივი მოსახლეობა აღარ იცხოვრებს. ვენეციის ერთ დღიან ტურებს უამრავ ადგილას იპოვით, სწორედ ამიტომ იქ ყოველთვის უამრავი ხალხი და გაზრდილი ფასებია.
ბუტანი
ბუტანი დამოკიდებულია ტუსიტებზე და მათ მიერ შემოტანილ შემოსავალზე, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს, რომ იზრუნოს გარემოზე. სწორედ ამიტომ ბუტანი სავსეა პოლიციელებით და იქ მოგზზაურობა შეუძლებელია გიდის გარეშე, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ადგილებში წაგიყვანთ, გიდის მომსახურება კი საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება.
სანტორინი, საბერძნეთი
სანტორინი ძალიან პატარა კუნძულია საბერძნეთში, რომელიც მისი ლამაზი არქიტექტურით და მზის ჩასვლით გახდა ცნობილი, თუმცა ახლა უკვე იქ ფოტოების გადაღება ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან ყოველწლიურად ამ პატარა კუნძულს 5 მილიონზე მეტი ტუსტი სტუმრობს.
დუბროვნიკი, ხორვატია
ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ერთ-ერთი სერია სწორედ აქ არის გადაღებული, რის გამოც ეს ადგილი უფრო პოპულარული გახდა. იუნესკომ ქვეყანას ისიც კი ურჩია, რომ დღეში მხოლოდ ოთხი ათასი ტურისტი მიიღონ, თუმცა ყოველდღიურად გემებს უფრო და უფრო მეტი ტურისტი მოჰყავთ.
ბარსელონა, საფრანგეთი
ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად აცხადებს, რომ ბარსელონა დაიღალა ტურისტებისგან. მოსახლეობის განცხადებით ყოველწლიურად ბარცელონას იმდენი ადამიანი სტუმრობს, რომ ქუჩაში სიარული ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც თავად ტურისტებსაც არ მოსწონთ და სწორედ ამიტომ ამ ადგილს ორჯერ არ სტუმრობენ.