Kailasa - კაილასას ტაძარი, ასე ეწოდება იმ ნაგებობას, რომელიც მაჰარაშტრაში, კერძოდ კი ინდოეთში მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ ტურისტს და ფოტოგრაფს იზიდავს. მისი ულამაზესი და უჩვეულო არქიტექტურის გარდა, ის ყურადღებას მისი ისტორიითაც იქცევს.
კაილასის ტაძარი ერთი ქვისგან არის გამოთლილი. მის დასრულებამდე, რომელსაც 20 წელი დასჭირდა, ინდოეთში არაერთი მმართველი შეიცვალა. ეს ნაგებობა არის მსოფლიოს ყველაზე დიდი მონოლითური ხელოვნების ნიმუში.
ლეგენდის თანახმად ინდუსების მეფემ ტაძრის შენების ბრძანება გასცა, რადგან ღმერთ, ლორდ შივასთვის საცხოვრებელი ადგილი შეექმნა,სანაცვლოდ კი ის მის მეუღლეს განკურნავდა. არქეოლოგების თქმით ეს ტაძარი ერთ-ერთია იმ ტაძრებს შორის, რომელიც ერთი ქვისგან არის გამოთლილი, თუმცა კაილასას ტაძარი ყველზე დიდია. მსაგვსი ნაგებობები ძველი წელთაღრიცხვით 300 წლით არის დათარიღებული.
ტაძრის აშენებიდან რამდენიმე წელიწადში მეფემ, აურანგზებმა მისი დანგრევა გასცა ბრძანებად, თუმცა ათასი კაცის და სამ წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ დანებდა, რადგან ქვა, რომლისგანაც ტაძარია აშენებული ძალიან მყარი გამოდგა.
შენობა თავდაპირველად თეთრი იყო, წლების შემდეგ კი ფერი გაცვდა და ახლა ტაძარი ნაცრისფერია, თუმცა თეთრ საღებავისებრ მასას რამდენიმე ადგილებში მაინც ინახავს.
არქეოლოგები აცხადებენ, რომ ეს ადგილი უამრავ საიდუმლოს ინახავს. მის კედლებზე გამოსახულია სანსკრიტები, რომლის შიფრი ჯერ-ჯერობით არავინ იცის. მათი თქმით თუ სანსკრიტები გაიშიფრება, კაილასას ტაძარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ისტორიული ნაგებობა გახდება.