ვენეცია ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ბევრს ის მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებულ ადგილად მიაჩნია, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ულამაზესი ქალაქი, რომელიც სავსეა თანამედროვეობასთან შერწყმული ისტორიით და კულტურით. რთულია იმოგზაურო ვენეციაში და ის გულგრილად დატოვო. ამბობენ თუ მას ერთხელ მოინახულებ დაბრუნება აუცილებლად მოგინდებაო. თუმცა ახლა კორონავირუსის დროს მოგზაურობა შეუძლებელია, ამიტომ OK! გთავაზობთ მოინახულოთ ვენეცია სახლიდან გაუსვლელად და დაათვალიეროთ იქ არსებული ულამაზესი შენობები, ქუჩები და სხვა.