თურქეთის ტურიზმის სეზონი კოვიდ-19-ის გამო მაისის მეორე ნახევრამდე გადაიდო. უსაფრთხოების მიზნით სასტუმროების მფლობელები უარს იტყვიან ტურისტებისთვის სასადილოების შეთავაზებაზე, მას შემდეგ რაც მათ მიღებას განაგრძობენ.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ერსოიმ სასტუმროებისთვის ახალი წესები შემოიღო, რომელთა ამოქმედებაც შიდა ტურიზმის აღდგენისთანავე დაიწყება. განცხადების მიხედვით, პირველ რიგში გაიხსნებიან ის სასტუმროები, სადაც კორონავირუსი არ დადასტურდება. თავდაპირველად ისინი ოთახების მხოლოდ ნახევარს გამოიყენებენ.
დამატებითი თავდაცვის წესები ამოქმედებდა კერძო კაფეებში, რესტორნებსა და გასართობ კურორტებზე. თანამშრომლები სამუშაო დღის დაწყებამდე გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, იმუშავებენ ნიღბებითა და ხელთათმანებით და ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენებენ დამცავ სამოსსაც. ახალი წესები შეეხებათ იახტებსაც: გემზე მგზავრთა რაოდენობა შემცირდება ისე, რომ სოციალური დისტანციის დაცვა მოხერხდეს.
შიდა ტურიზმის აღდგენას ქვეყანა 15 მაისიდან გეგმავს. სასტუმროებსა და ბინებში განთავსების საფასური გაიზრდება. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები კი თურქეთის კურორტებზე დასვენებას აგვისტოს ბოლოდან შეძლებენ. ავიაკომპანიები ტურისტების უსაფრთხოებისთვის სკამების გარკვეულ ნაწილს თავისუფალს დატოვებენ.
შვედური და საერთო სასადილო მაგიდები, რომლებიც წლების მანძილზე ტრადიციად იყო ქცეული, გაურკვეველი დროით გაქრება. ღია ბუფეტის სისტემის უარყოფა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ცვლილებაა, რომელსაც ქვეყანა გადადგამს.
შვედური მაგიდა თურქეთის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო და აქამდე დაახლოებით 2000 ადამიანი მიირთმევდა ღია სასადილოში დაახლოებით 800-მდე ოთახიდან. მათ მაგივრად სასრუმროები ბარათით გადახდაზე დაფუძნებულ რესტორნებს შემოგვთავაზებენ.
თურქეთის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტურისტული სეზონის დრო შეიცვლება და ადამიანები ამჯობინებენ ნაკლებად მოთხოვნად პერიოდებში დაისვენონ, უფრო ნაკლებ ადამიანთან ერთად.