პროფესიონალმა ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა, გრან გრინმა აფრიკაში ახალი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით Don’t Shoot and kill, shoot with a camera – არ ესროლო და მოკლა, გადაუღე ფოტო. ამ კამპანიის მიზანი აფრიკაში ცხოველებზე ნადირობის შემცირებაა. კამპანიას მალევე მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი პროფესიონალი ფოტოგრაფები შეუერთდნენ. მათ მსურველების მოსაზიდან და კამპანიის მხარდასაჭერად თავიანთი ნამუშევრები გაასაჯაროეს, რომლებიც გადაღებულია არამხოლოდ აფრიკაში არამედ მთელ მსოფლიოში.
#OK წარმოგიდგენთ სწორედ ამ ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვედრილ ცხოველებს და ველურ ბუნებას მთელი მსოფლიოს გარშემო.