მაღალი ფასები, ნაკლები მიმართულებები, ჯანმრთელობის შემოწმება და ნაკლები უფასო საჭმელი: კორონავირუსის პანდემია საჰაერო ფრენის ახალ ეპოქას ამკვიდრებს.
ცარიელმა აეროპორტებმა,სამედიცინო ნიღბებმა და სოციალურმა დისტანციამ ქცევითი ცვლილებები უკვე აჩვენა. გრძელვადიანი პერსპექტივით კი ეს ყველაფერი ფრენის თითქმის ყველა ასპექტს შეეხება.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საცდელი, ნელი აღდგენისთვის, მას შემდეგაც კი რაც ვირუსის მასშტაბები შემცირდება“ - აცხადებს Delta Air Lines-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ედ ბასტიანი - „ჩემი გამოთვლებით აღდგენითი პერიოდი 2-3 წელს გასტანს.“
რამდენიმე თვეში კორონავირუსმა ათეულობით წლის ავიაციური ბუმი ჩააცხრო, რაც ომის შემდგომი სამყაროს ერთ-ერთ საუკეთესო კულტურულ და ეკონომიკურ ფენომენს წარმოადგენდა. საჰერო მოგზაურობის აფეთქებამ სამყარო უკან დაწია.
უცნობია როდის შეძლებენ ადამიანები საერთო სალონებში ბარგის ჩალაგებას, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის კვლევის მიხედვით მოგზაურების 40% ხელახალ ფრენას ვირუსის დასრულების შემდეგ 6 თვეში გეგმავს.
EasyJet მათ შორისაა, ვინც აპირებს შუა ადგილები ცარიელი დატოვოს, თავდაპირველად მაინც, რათა მგზავრებს პირადი სივრცე დაუტოვოს. კორეული ავიახაზების სალონის თანამშრომლებს კი უკვე აქვთ ნიღბები, ხელთათმანები, სათვალეები და დამცავი ხალათები.
სალონები ვირუსის შემდეგ
პირობები შეიცვლება, რადგანაც მგზავრებს მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. ზოგიერთი კომპანია პრემიუმ სალონებს შექმნის, გამკაცრდება ეკონომ განყოფილება. აზიაში, ავიახაზებმა შესაძლოა ეკონომ მგზავრებს ცალ-ცალკე გადაახდევინონ ბარგის ჩაბარების, ფეხის გასაშლელი ადგილის თუ საკვების საფასური. ვირუსამდე თითოეული მგზავრისგან დაახლოებით 3$ მოგებას იღებდნენ.
ევროპასა და აშშ-შ, სადაც დამატებითი ხარჯები უკვე შემოღებული იყო, 5-დან 17$-მდე ადიოდნენ.
ინდუსტრიას მძიმე პერიოდები აქამდეც გაუვლია, მაგრამ არა ასეთი მკაცრი. 25 მილიონი ადამიანის სამსახური რისკის ქვეშ მოექცა. საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის მიხედვით ბევრი კომპანია მთავრობის დახმარების გარეშე გაკოტრების ზღვარზე იქნება.
მსხვილი დაბალფასიანი ავიახაზები სავარაუდოდ გადარჩებიან, მაგრამ უმრავლესობა ნაწილობრივ სახელმწიფოს საკუთრებაში მოექცევა, ან მისგან ფულს ისესხებს. შესაძლოა გააუქმონ მიმართულებები და ოდნავ გაზარდონ ფასები.
ტესტები
მგზავრებს მოუწევთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წესების დაცვა, რაც ყველა ქვეყანაში შესაძლოა განსხვავებული იყოს. ისინი აუცილელად გაივლიან ტემპერატურის შემოწმებას და შესაძლოა დასჭირდეთ სამედიცინო ცნობებიც ფრენისთვის.
ვირუსმა მიგვიყვანა ვიდეო-კონფერენციებამდე, რამაც შესაძლოა ხშირ შემთხვევაში ფრენის აუცილებლობა გააქროს. ახლო მანძილებზე დაბალფასიანი მიმართულებები სავარაუდოდ გაუქმდება.
ჯერჯერობით რთულია შედეგების ზუსტი განსაზღვრა, როცა კრიზისი აქტიურ ფაზაშია.
სავარაუდოდ მივიღებთ უფრო მცირე ზომის და უფრო ადვილად დასაორგანიზებელ თვითმფრინავებს. ინდუსტრია შეიცვლება და შესაძლოა დაგრჩეთ განცდა, რომ დროში უკან დაბრუნდით.
წყარო:bloomberg