კრისტინა მაკეევა მოსკოველი ფოტოგრაფია, რომელმაც რამდენიმე წელი ბაიკალის ტბის სილამაზის აღბეჭდვას დაუთმო. ეს ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ღრმა და ძველია. ის ციმბირში მდებარეობს და რუსეთს ეკუთვნის. კრისტინა მისი ფოტოალბომის წარდგენისას იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც ტბა პირველად დაინახა ყოველდღე მასზე ფიქრობდა და წლების განმავლობაში მასთან სწორედ ამიტომ ბრუნდებოდა. ფოტოგრაფის თქმით ბაიკალის ტბას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და ხელოვანი ხალხისთის შესაძლოა დიდი ინსპირაციაც გახდეს, სწორედ ისე, როგორც ეს მის შემთხვევაში მოხდა.