რომეინ თირი ის ფოტოგრაფია, რომელიც 2009-2020 წების განმავლობაში იტალიაში მივიწყებულ შენობებს და ადგილებს ეძებდა შემდეგ კი ფოტოებს იღებდა, რათა მომავალში არაჩვეულებრივი კოლაჟი შეექმნა. რამდენიმე 11 წლის შემდეგ მან საკუთარი ფოტო ალბომი დაასრულა და ის ახლა იზოლაციაში მყოფ ხალხს გაუზიარა.
ფოტო ალბომის დასაწყისში რომეინი ყვება, რომ გალერეაში აღბეჭდილია ძველი მიტოვებული საავადმყოფოები, ბავშვთა სახლები, სასტუმროები და სხვა. ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ ამ ადგილების მონახულების შემდეგ მისი გონებაც ისეთივე სავსე იყო, როგორც მისი კამერა. ეს უზარმაზარი შენობებია, რომელთა კარი დიდი ხანია არავისთის გაღებულა.