გიყვართ ცხოველები? ალბათ, კონკრეტულ კითხვას ყველა ადამიანი განსხვავებულად გასცემს პასუხს, თუმცა ნორვეგიელი ინჟინერი Arne Olav Gurvin Fredriksen, ცნობილი როგორც gyyporama იმდენადაა შეყვარებული ცოცხალ არსებებზე, რომ მათი გაერთიანება და კომბინირებული ფოტოების გამოქვეყნება გადაწყვიტა. ფოტოშოპით შექმნილი ჰიბრიდი ცხოველები საზოგადოებისთვის საინტერესო აღმოჩნდა და სოციალურ ქსელშიც მალე მოიპოვა პოპულარობა. წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესო ნაშრომს ნორვეგიელი ინჟინერის შემოქმედებიდან.