მსოფლიომ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალგანვითარებული ქალაქი - ვუჰანი მას შემდეგ გაიცნო, რაც ადგილი მსოფლიო მასშტაბის პანდემიის კერად იქცა. თუმცა მაშინ როცა თითქმის მთელი მსოფლიო ახლა უახლოვდება ან გადის ვირუსის პიკის ეტაპს, ვუჰანმა შეძლო მისი ლოკალურ დონეზე აღმოფხვრა და 76-დღიანი კარანტინის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდება. როგორც ირკვევა, საზღვრის გახსნიდან 3 საათში, ქალაქი 65 000-მა ადამიანმა დატოვა, ხოლო თუ როგორ შეხვდა ადგილზე დარჩენილი მოსახლეობა აკრძალვის მოხსნას, Guardian-ის ფოტორეპორტაჟი გაგვაცნობს.