მოგზაურობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი 22 წლის ასაკიდან გახდა. ადრე ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამის საშუალება მექნებოდა, მაგრამ რამდენიმე წელიწადში 80-ზე მეტი ქვეყნის ნახვა მოვახერხე.
ეს საქმიანობა, ჩემი პირადი სიამოვნების გარდა, ბლოგისთვისაც საინტერესო თემაა, თუმცა კომერციული საქმიანობის დანიშნულებასაც ატარებს. ვცდილობ, წელიწადში რამდენჯერმე მოვახერხო კარგი დასვენება და საინტერესო ადამიანები შევიძინო.
საქართველოს კურორტებზეც ხშირად ვმოგზაურობ. იშვიათად მოხვდებით ქვეყანაში, სადაც არის კურორტები როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენი ქვეყანა კი ამ მხრივ მდიდარია და მეც ვცდილობ საკუთარი წვლილი შევიტანო მის პოპულარიზაციაში.
დამეთანხმებით, ბორჯომი გამორჩეული ადგილია, მსგავს კურორტს მთელ მსოფლიოში იშვიათად ნახავთ, აქ ყველა სეზონი ერთნაირად ლამაზი და აქტუალურია. „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ ჩემი დასვენებისთვის უსაყვარლესი ადგილი გახდა.
თავდაპირველად, აქ რესტორანში, ჩემს მეგობრებთან ერთად მოვხვდი, საოცარი კერძები დავაგემოვნეთ და სამეგობრომ ერთხმად აღვნიშნეთ, რომ სასტუმრო გამოირჩევა ყურადღებიანი და მეგობრული პერსონალით.
„ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ განუმეორებელი ხიბლი ისიცაა, რომ ერთად გვხვდება მთა, მზე, თოვლი, დახვეწილი სამზარეულო, საუკეთესო სპა და არაჩვეულებრივი გარემო. თბილისიდანაც მოკლე გზაა და მგზავრობაც არ გღლის.
ბორჯომის პარკი, არაჩვეულებრივი ხედები, პარკის აბანოები – ეს ფაქტორები ამ მხარეს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. თუ ეს სიამოვნება ჯერ არ გამოგიცდიათ, მენდეთ, მსოფლიოში ძალიან იშვიათია ასეთი ადგილი.
„ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ განმარტოების იდეალური ადგილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გატარებული დრო ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება არ იქნება ნებისმიერი სტუმრისთვის.
ცალკე საუბრის თემაა სპა და აუზი. არ მეგულება ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი, რომელიც ამ ადგილით აღფრთოვანებული არ დარჩება. ჩემი ფავორიტი საუნა, სინათლის თერაპიის ოთახები და four senses ლაუნჯია, რომელიც საკმაოდ იშვიათია ძვირადღირებულ სასტუმროებშიც კი.
გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა, მისი ექსტერიერი და არაჩვეულებრივი ლოკაცია ისე ორგანულად ერწყმის ბორჯომის ულამაზეს ბუნებას, რომ ყველა ვიზიტორს აუცილებლად უჩნდება სურვილი, სამახსოვრო ფოტოს ფონად სწორედ ამ სასტუმროს ფასადი შეარჩიოს.
მე, როგორც თავგადასავლების მოყვარული, დილის 6 საათზე ღია ცის ქვეშ „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ გოგირდის აბანოებს ვეწვიე. როგორც იტყვიან, მუღამი მქონდა, მზის ამოსვლას შევხვედროდი კოცონთან გლიტვეინით ხელში და ბუნებასთან განმარტოებულს საკუთარი იდილია მომეწყო. თავიდან კი შემეპარა ჩემს გადაწყვეტილებაში ეჭვი, ვფიქრობდი, აქ როგორ გავშიშვლდე ცივ ზამთარში-მეთქი, მაგრამ როცა ცხელი წყლიდან ამოსულმა ცივი ჰაერი ჩავისუნთქე, მაშინ მივხვდი ამ კონტრასტის განუმეორებელ ხიბლს. ამ „გმირობის“ შემდეგ, სპაში გადავინაცვლე და კომფორტით დავტკბი.
სპაში ჩავიტარე ახალი პროცედურა – Man Space, რომელიც სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი სახის კანის მოვლის პროცედურაა. იგი იწყება ზურგის სარელაქსაციო მასაჟით, რომელიც დაძაბულობას ამცირებს და ხსნის სტრესს. სახის ღრმა წმენდა და მასაჟი უბრუნებს კანს ჯანსაღ იერს. პროცედურა სრულდება კანის ტიპის მიხედვით, ინდივიდუალურად შერჩეული ნიღბით და სრული დატენიანებით. მინდა ყველა მამაკაცს ვურჩიო Man Space, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ კმაყოფილება, რომელიც მე დამეუფლა პროცედურის შემდეგ.
ყველა, ვინც დამიჯერებს, რომ ერთი ღამით მაინც დარჩეს ამ ზღაპრულ ადგილას, ჩემსავით „დაავადდება“ და მუდამ ენდომება დაბრუნება.
ეს იყო ჩემი გიჟური გრაფიკის ზამთრის უიქენდი. თავს პირობა მივეცი, რომ სხვა დროს აუცილებლად უფრო დიდი ხნით ვეწვევი ამ საოცრებას.
მოკლედ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია კარგი საზოგადოება, საინტერესო ადამიანები, არაჩვეულებრივი ხედები, კომფორტული ნომრები, საუცხოო დიზაინი, „ქრაუნ პლაზა ბორჯომი“ ნამდვილად საუკეთესო ლოკაციაა.
სიხარულით და სიამაყით აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში ცოტაა მსგავსი არაჩვეულებრივი ადგილი, სადაც ბუნება შერწყმულია საოცარ გარემოსთან და მაღალი ხარისხის სერვისთან.