გსურთ ზამთრის შვებულება ქალაქისგან მოშორებით, სუფთა ჰაერზე და მყუდრო გარემოში გაატაროთ? ბაკურიანში, კოხტას ძირში მდებარე სასტუმრო „კომორები“ სწორედ ასეთია. სასტუმრო საზოგადოების წინაშე 15 იანვარს გამოჩნდა და უკვე მოახერხა, დამსვენებლების გულის მოგება და თავის შეყვარება. გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით კოხტას სასრიალოებიდან დაახლოებით 185 მეტრში და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, სუფთა ჰაერით, რაც ასე ძალიან აკლია მოსახლეობას, რადგან სასტუმრო ტყის ჰაერითა და მთებით გარშემორტყმულ გარემოში მდებარეობს, ხოლო ეს კიდევ უფრო დიდი კომფორტია მათთვის, ვინც ბავშვებთან ერთად მიდის დასასვენებლად.
აქ თქვენ დაგხვდებათ ძალიან ყურადღებიანი, დამსვენებლების სურვილებზე ორიენტირებული პერსონალი, რომელიც ქმნის ოჯახურ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს. შეუძლებელია ერთხელ მისული სტუმარი არ მიიზიდოს და მას უკან დაბრუნების სურვილი არ გაუჩნდეს.
სასტუმროში წარმოდგენილია 77 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი: სტანდარტული ორადგილიანი ნომერი, სადაც შესაძლებელია ერთი საწოლის დამატება; ჯუნიორი 2+2; სუპერიორი, ასევე 2+2 და ჩვილის საწოლი; ასევე ორი პენტჰაუსი, რომელიც იზოლირებული და ძალიან კომფორტულია. ერთი მათგანი მოიცავს სამ საძინებელს და მისაღებ სტუდიოს, ხოლო მეორე დიდ საძინებელს, მისაღებს და რა თქმა უნდა, სველ წერტილებს.
სასტუმროში დამსვენებლებს შეუძლიათ ისიამოვნონ მყუდრო და კომფორტული რესტორნით, რომელიც უგემრიელესი კერძებით კიდევ უფრო მეტად ნუსხავს თითოეულ სტუმარს. აქ ასევე შეხვდებით კიდევ ერთ რესტორანს, სადაც შვედური მაგიდები იშლება.
ამ ეტაპზე სასტუმროში წარმოდგენილია ინდივიდუალური გასართობი ოთახი, სადაც მშობლებს თავისუფლად შეუძლიათ ბავშვები იქ მყოფ პერსონალს დაუტოვონ, თავად კი მშვიდად დაისვენონ და განიტვირთონ.
თუ ხართ სხვადასხვა გასართობი თამაშის მოყვარული, აქ თქვენ დაგხვდებათ Game Boarding-ის ძალიან საინტერესო თამაშები ზრდასრულებისთვის, ახლო მომავალში კი სასტუმროში დაემატება მშვილდოსნობა, ჯომარდობა, პინგ-პონგი, ბილიარდი და კიდევ სხვადასხვა აქტივობა. ზაფხულის სეზონისთვის იგეგმება საუნის დამატება. გარდა ამისა, ზაფხულში ასევე იქნება გარე გასართობები და მცირე ატრაქციონები ბავშვებისთვის, რომლებიც სასტუმროს ეზოში, ხეების ძირში მოეწყობა.
გარდა იმ უამრავი სიახლისა, რომელსაც დამსვენებლები ძალიან მალე იხილავენ, დაემატება კოტეჯები ტყის მხარეს, სადაც ზღაპრული გარემო მოეწყობა ჰამაკებით, ტერასით და განსატვირთად დამატებით საჭირო ავეჯითა და ნივთებით.
ძალიან მალე გაიხსნება სკი დეპო, სადაც გაქირავდება სრიალისთვის საჭირო აღჭურვილობა და წარმოდგენილნი იქნებიან ინსტრუქტორები, რომლებიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარებიან თხილამურზე დადგომასა და სრიალში.
რაც შეეხება ფასებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დაბალია, მით უმეტეს იმ შემოთავაზებების ფონზე, რომელსაც სასტუმრო მომხმარებელს სთავაზობს.