დედაქალაქიდან არც ისე მოშორებით, თითოეული ქართველისთვის და არა მარტო ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და სტუმრობისთვის მუდამ სასურველი ქალაქი სიღნაღი მდებარეობს, რომელიც ცნობილია ულამაზესი ხედებითა და პეიზაჟებით. რა სჯობს მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში ჭიქა ღვინოსთან ერთად დაჯდომას და მზის ჩასვლის ულამაზესი სანახაობით დატკბობას, მით უფრო ისეთ გარემოში, როგორიცაა THE TERRACE SIGNAGI.
რესტორანი გამოირჩევა განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, მყუდრო გარემოთი და ყურადღებიანი პერსონალით, რომლებიც თქვენს განწყობაზე ზრუნავენ. OK! The Terrace Signagi-ის დამფუძნებელს, ზურა ბეროშვილს ესაუბრა, რომელიც ჩვენს მკითხველს დეტალურად უამბობს რესტორანში არსებული მომსახურებებისა და უპირატესობების შესახებ.
გვიამბეთ, რა გზა გაიარეთ რესტორნის დაარსებიდან დღემდე?
The Terrace Signagi 2017 წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს. ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია დაგვჭირდა იმისათვის, რომ გარკვეულ ეტაპამდე მიგვეყვანა რესტორანი, თუმცა დაგვეხმარა ჩემი გამოცდილება, რომელიც დავაგროვე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც. ამ სფეროში ვმუშაობდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რესტორანი გავხსენით მთელი ჩემი ოჯახის დიდი დახმარებითა და თანადგომით, რადგან ბიზნესიდეის გაჩენიდან დღემდე, ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. თითოეულმა ჩვენგანმა მივიღეთ მონაწილეობა მის გახსნაში და შემდეგ განვითარებაში. დედა ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებდა და საბოლოო ჯამში ყველა დავსაქმდით და ყველამ შევიტანეთ საკუთარი წვლილი.
ობიექტი გავაცანით სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციას, ადგილობრივ სტუმრებს და ქართველ დამსვენებლებს, გავაქტიურდით სოციალურ ქსელებში, რამაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და გახსნიდან ფაქტობრივად 2 წელიწადში გავხდით კვების ობიექტი, რომელზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე, რაზეც Tripadvisor და სხვადასხვა საიტები მეტყველებს. გვაქვს ბევრი წინასწარი ჯავშანი ზაფხულისთვის, ამავდროულად, არ ვზოგავთ თავს უფრო მეტი განვითარებისა და ცვლილებებისთვის.
ერთდროულად რამდენი ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი რესტორანში?
ღია ტერასა 70-მდე ადამიანს იტევს, ხოლო შიდა განახლებული სივრცე 50-ს.
გვესაუბრეთ მომსახურებებზე, რომელსაც რესტორანი ვიზიტორებს სთავაზობს.
ეს არ არის მხოლოდ რესტორანი, აქ ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და მიირთვან მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო და დატკბნენ ულამაზესი ხედებით.
აქ ასევე ძალიან კარგი სივრცეა როგორც ფოტოსესიებისთვის, ასევე ქორწილებისთვის და დაბადების დღეების გადასახდელად. ჩვენ გთავაზობთ უგემრიელეს ქართულ და ევროპულ კერძებს და სხვადასხვა სახეობის სასმელს.
რა არის თქვენი უპირატესობა?
რესტორნის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ქალაქისგან მოშორებით მშვიდ, მყუდრო და კომფორტულ გარემოში მდებარეობს. The Terrace Signagi-ს აქვს სრულიად უკონკურენტო უნიკალური ხედი ალაზნის ველზე, სიღნაღზე და კავასიონის მთებზე. ბევრი რესტორანია სიღნაღში, თუმცა ასე, ხელისგულზე არსად ჩანს ეს ულამაზესი ხედები. ერთხელ მოსული სტუმარი აუცილებლად ბრუნდება ჩვენთან.
ყოველთვის ვვითარდებით, ვინარჩუნებთ განსხვავებულობას და ვცდილობთ მუდმივად სიახლეები შევთავაზოთ სტუმრებს. გვსტუმრობს ძალიან ბევრი ტურისტი, მეტწილად კი ზაფხულში, რადგან ამ პერიოდში კიდევ უფრო განსაკუთრებული პეიზაჟები იშლება რესტორნის ტერასიდან.
გუნდი, რომელიც The Terrace Signagi-ის უკან დგას...
ჩვენთან დიდი მნიშვნელობა ეთმობა სერვისს, ამიტომაც უმნიშვნელოვანესია პერსონალი. სეზონზე დასაქმებული გვყავს 10-მდე თანამშრომელი და ჩვენთვის უმთავრესია მათი დაფასება, რადგან მათ გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი მომსახურება იწყება სტუმრის ფეხის შემოდგმისთანავე.
სამომავლო გეგმები...
გახსნიდან დღემდე უამრავი რამ შევცვალეთ. 2019 წელს გავაფართოვეთ ღია ტერასა, რათა მომზადებულები შევხვედროდით 2020 წლის სეზონს. ზაფხულისთვის ვგეგმავთ სიღნაღის გაცოცხლებას და მომხმარებლებისთვის ცოცხალი მუსიკის შეთავაზებას ივენთებზე. 2020 წლის ბოლომდე ვაპირებთ საკონფერენციო სივრცის გახსნას, რომელიც დაიტევს 50 ადამიანს. ეტაპობივად კიდევ უამრავ სიახლეს შევთავაზებთ ერთგულ მომხმარებლებს.