სამგზავრო აქსესუარების ბრენდი Neio რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და ძალიან მალე მოიპოვა საზოგადოებაში ცნობადობა. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს როგორც ჩემოდნის სამოსის მრავალფეროვან არჩევანს, ასევე სამგზავრო ბალიშებსა და საძილე სათვალეებს სასურველი გრავირებითა და პრინტით. OK! Neio-ს დამფუძნებლებს – სალომე ჩიკვაიძეს და ხატია ბურნაძეს ესაუბრა, რომლებმაც ბრენდის უპირატესობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბეს.
როდის გაჩნდა Neio-ს დაარსების იდეა?
იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გაგვიჩნდა. გვინდოდა ერთად წამოგვეწყო რაიმე საქმიანობა, თუმცა პირადი მიზეზების გამო ვერ მოვახერხეთ იმ კონკრეტულ მომენტში განხორციელება, საბოლოოდ კი, 2019 წლის ივნისში დავასრულეთ მუშაობა და დავაარსეთ სამგზავრო აქსესუარების ბრენდი Neio.
რას ნიშნავს სახელი Neio? რაიმე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვს?
ბევრი ვიფიქრეთ ბრენდის სახელწოდებაზე. გვინდოდა რაიმე სიმბოლური ყოფილიყო და გადავწყვიტეთ ხატიას შვილების სახელების – ნენეს და იოანეს პირველი მარცვლები გაგვეერთიანებინა და სწორედ ეს დაგვერქმია ბრენდისთვის. ვფიქრობ, გაამართლა ჩვენმა გადაწყვეტილებამ.
რა სახის სერვისებს სთავაზობს ბრენდი მომხმარებლებს?
ბრენდი თავის მომხმარებლებს სამოგზაურო აქსესუარების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, როგორიცაა ჩემოდნის სამოსი, სამგზავრო ბალიში და საძილე სათვალე, სასურველი გრავირებითა და პრინტით.
რა მიგაჩნიათ Neio-ს მთავარ უპირატესობად და რა გამოგარჩევთ კონკურენტი ბრენდებისგან?
რა თქმა უნდა, ხარისხი და ფასი, რადგან ჩვენთვის მთავარია მომხმარებელს შევუქმნათ ხარისხისა და ფასის კომფორტი. Neio-სთვის უპირატესი იყო ნაჭრების სტრუქტურა და ფერები, რაც ჩვენს პროდუქციას გამორჩეულს გახდიდა თავისი ორიგინალურობითა და ხარისხით. ჩვენთვის მხოლოდ ფასზე ორიენტაცია არ იყო მთავარი მიზანი.
რომელ პროდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?
ვერ გამოვარჩევთ, რადგან მომხმარებლისთვის ჩვენი ყველა პროდუქტი მოთხოვნადია. სამოსი ჩემოდანს იცავს დაზიანებისგან, ასევე მარტივად ამოსაცნობს ხდის ბევრ ჩემოდანს შორის ბარგის ბილიკზე, ბალიში კი კომფორტული ძილის საწინდარია მგზავრობის დროს. ასევე სათვალე, რომელიც არა მარტო მგზავრობის დროს, არამედ ზოგადად მშვიდი ძილის გარანტიაა. რაც შეეხება შეკვეთებს, ინდივიდუალური შეკვეთების გარდა, კორპორაციულ შეკვეთებსაც ხშირად და დიდი რაოდენობით ვიღებთ, რომლის შემთხვევაშიც გამოვარჩევ ბალიშებს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
2 პროდუქციის დამატებას ვაპირებთ, რაზეც დაწყებულია უკვე მუშაობა. ეს არის პასპორტის ჩასადები და ე.წ. წელის ჩანთები. გარდა ამისა, გვაქვს უამრავი იდეა, რომლებსაც განხორციელების შემდეგ აუცილებლად გაგანდობთ.
შექმენი შენი ინიციალები
გახადე შენი მოგზაურობა უსაფრთხო, კომფორტული და გამორჩეული Neio • ნეიოს დახმარებით
#შექმნილიასაქართველოში