განტვირთვა ხშირად რუტინისგან გათავისუფლებას გულისხმობს, თუმცა სასურველი რელაქსისთვის უმთავრესი – სივრცის სწორად შერჩევაა. ევროპის ყველაზე დიდი კურორტი საირმე დამსვენებლებს საკუთარ სურვილებსა და გემოვნებაზე მორგებულ პირობებს სთავაზობს. OK! სასტუმროს კომპლექსს ესტუმრა და მკითხველს კურორტის სტუმრობისთვის 10 საუკეთესო მიზეზს უზიარებს.
1. საირმე ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, სადაც მწვანე საფარი 60 ჰექტარს მოიცავს. ქალაქის აურზაურისგან შორს, სუფთა ჰაერზე, სასტუმრო კომპლექსი მოეწყო, რომელსაც შერეული ტიპის ტყე აკრავს და ბუნებასთან სინთეზში კიდევ უფრო დაუვიწყარ დასვენებას გვპირდება.
2. რუტინისგან თავის დაღწევა და მშვიდ ატმოსფეროში განტვირთვა, კურორტის მთავარი პირობაა.
3. პერსონალი ის მთავარი მონაპოვარია, რომელიც სტუმრებისთვის კომფორტის ზონას ქმნის. სტუმართმოყვარე გუნდი აქ თავს შინ გაგრძნობინებთ.
4. 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების კომპლექსი განტვირთვისთვის საჭირო ყველა სერვისს გვთავაზობს. აქ არსებული პირობების გათვალისწინებით, ერთ სივრცეში თავშესაქცევად ყველაფერია.
5. საირმეში გართობის უამრავი საშუალებაა, მათ შორის 800 მეტრზე, მთებს შორის გადაჭიმული ზილპაინი. კურორტზე მათი ინტერესებიც გათვალისწინებულია, ვისაც კომპაქტ-სპორტინგი – მიზანში სროლა ხიბლავს. 7 წლის ასაკიდან, აქტიური დასვენების მოყვარულებს თოკების ქალაქი ელოდება – გუნდებად დაყოფილი მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა ტურის დაძლევაში შეეჯიბრებიან. დღის განმავლობაში განსატვირთავად, ველოსიპედებიც დამსვენებელთა განკარგულებაშია, კომპლექსის სიახლოვეს კი, სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის, საფეხმავლო ბილიკებიც მოეწყო.
6. კურორტზე 3-ჯერადი კვება ის კომფორტია, რომელიც დამსვენებლებს არჩევანშიც არასდროს ზღუდავს. შვედური მაგიდა მრავალფეროვან და რაც მთავარია, ჯანსაღ საკვებს სტუმრებს სთავაზობს. კომპლექსში უზარმაზარი საცხობი ფუნქციონირებს, რომელიც პურ-ფუნთუშეულს ევროპული სტანდარტის მიხედვით ამზადებს და რაც მთავარია, ხშირად ინგრედიენტად მინერალური წყალი გამოიყენება, საფუარი კი ფაქტობრივად მენიუდანაა ამოღებული.
7. გურმანებისთვის 3 რესტორანიც ფუნქციონირებს. ქართულ რესტორან „ტერასას“ ვრცელი დარბაზი 250-მდე ადამიანს იტევს, „მონადირის სახლში“ კი მცირე კორპორაციული წვეულებები შეგიძლიათ დაგეგმოთ. კურორტზე ასევე ევროპული კერძების რესტორანსაც იხილავთ, სადაც შესვლისთანავე იგრძნობთ სიმყუდროვეს.
8. ეს არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მქონე, ასევე 1 თერმული წყარო ამოედინება და მრავალი დაავადების განკურნების წინაპირობაა. კომპლექსში სტუმრების კომფორტზე ამ მხრივაც იფიქრეს და წყაროს წყლისთვის რიგში დგომის გამოსარიცხად, სპეციალური შენობა – ბიუვეტი მოეწყო, სადაც რამდენიმე ონკანიდან წყალი დოზირებულად მოედინება. გრამაჟი მითითებულია და მათი მიღება ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე ხდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მედპერსონალი საირმის პოლიკლინიკაში თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ადგილზე ლაბორატორიული და ამბულატორიული მომსახურება მოქმედებს. პოლიკლინიკაში თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, კარდიოლოგისა და უროლოგის მომსახურება დაგხვდებათ.
9. კურორტზე აგრეთვე მოქმედებს სპა და ველნესცენტრი, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი გერმანული ფირმის, „კრაფტის“, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ორთქლის საუნები, დახურული და ღია აუზი სარელაქსაციო და გამაჯანსაღებელი კუთხით, საუკეთესო გარემოს ქმნის. ასევე, „მარილის ოთახი“ ბავშვებისა და უფროსების იმუნური სისტემის გაძლიერებას და იოდის დეფიციტის დაძლევას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ აუზები მიწიდან ამოხეთქილი თერმული წყლით ივსება.
10. ტარიფები ის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სტუმრობას ხელმისაწვდომს ხდის. მაქსიმალურად ლოიალური საფასო პოლიტიკა მომხმარებელთა ინტერესებსაა მორგებული. ხშირად, სხვადასხვა აქციაც მოქმედებს. მაგალითისთვის, თებერვლის თვეში კურორტი საირმე სტუმრებს 2-ადგილიან ნომერს, 3-ჯერადი კვებით მხოლოდ და მხოლოდ 150 ლარად სთავაზობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როგორც ყოველ დღესასწაულზე, კომპლექსი ივენთს 14 თებერვალს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებითაც გამართავს და წყვილებს განსაკუთრებულ შეთავაზებასაც მოუმზადებს.