Holiday Inn-ი მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი, რომელიც გვთავაზობს სრულ მომსახურეობას. მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით და დამოკიდებულებით და მას უკვე თელავშიც შეგიძლიათ ესტუმროთ.
OK! Magazine Georgia Holiday Inn Telavi-ს გენერალურ მენეჯერს ანა მურადაშვილს ესაუბრა:
გვიამბეთ სასტუმროს შესახებ, სად მდებარეობს ტერიტორიულად?
2019 წლის, 1 ივლისს თელავში ახალი ბრენდული სასტუმრო, Holiday Inn Telavi, ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმრო განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში.
გვესაუბრეთ სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ.
სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ახალ კონცეფციას, რომელიც ბრენდმა შეიმუშავა. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალურად მყუდრო გარემოა შექმნილი სტუმრების გასართობად და სამუშაოდ.
რამდენი ოთახისგან შედგება სასტუმრო?
სასტუმრო წარმოდგენილია სამი კატეგორიის 85 ნომერით. შიდა ინტერიერი ასახავს ბრენდის თანამედროვეობას და ხაზს უსვამს ადგილმდებარეობის და შენობის ისტორიულ მემკვიდრეობას.
გვესაუბრეთ ასევე სამზარეულოზე, რისი დაგემოვნება შეუძლია სასტუმროში მოსულ სტუმარს?
რესტორანი და ბარი „იბერიკო“ რომელიც სასტუმროს მეხუთე სართულზეა განთავსებულია გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ და ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს.
სასტუმროს ასევე გთავაზობთ ქართულ რესტორანს „ბატონთან“, სადაც თავს ისე იგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული კერძები, რომელიც ადგილობრივი პროდუქტებით მზადდება.
რა მომსახურებებს სთავაზობს სასტუმრო მომხმარებლებს?
პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი, რომელიც 60-70 სტუმარზეა გათვლილი. სამუშაო სივრცეა მოწყობილი ი-ბარში, რომელიც ძალიან კომფორტულია საქმიანი შეხვედრებისთვის.
რა უპირატესობით სარგებლობს Holiday Inn Telavi სხვა სასტუმროებისგან?
Holiday Inn ბრენდის სასტუმროები გვთავაზობს სრულ მომსახურეობას რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი კომფორტით, ფასეულობებით, დამოკიდებულებით და მიჩნეულია როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი.
სასტუმროს გუნდი იზრუნებს თქვენს კომფორტზე.