სულ ცოტა ხნის წინ, ქუთაისიდან მარსელში პირდაპირი ფრენები დაინიშნა. ეს ხმაურიანი, კოლორიტული პორტი ღირსეული რეპუტაციით, უფრო და უფრო მეტ არქიტექტორს, დიზაინერს და არტისტს შთააგონებს. ახლა მარსელში ხელოვნება აღმაფრენას განიცდის, აქ კულტურული ბუმია: იხსნება მუზეუმები, გალერეები და სხვა სივრცეები ხელოვნების მოყვარულთათვის.
#1 ევროპის და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციების მუზეუმი
არქიტექტორ რუდი რიჩოტის მიერ დაპროექტებული შენობის შიდა სივრცე დიდ ისტორიას ყვება. მისი მშენებელობა 2013 წელს დასრულდა, როცა მარსელმა მიიღო ტიტული: "2013 წლის კულტურის დედაქალაქი ევროპაში". დღეს აქ არის ბიბლიოთეკა, დარბაზები, რესტორანი ქალაქზე ხედით, სკულპტურები, ანტიკური მონეტები და აშ. რეგულარულად ეწყობა ფესტივალები და პერფორმანსები.
#2 თანამედროვე ხელოვნების რეგიონალური ფონდი
ეს შენობა ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ საფრანგეთში. მასზე იაპონელმა გენიოსმა კენგო კუმამ იმუშავა. ფანჯრებზე სინათლის მოხვედრა სხვადასხვანაირ გარდატეხას იწვევს და საბოლოო ჯამში საოცარ სანახაობას ვიღებთ. ცენტრის შეგნით პროვანსის თანამედროვე ავტორების შემოქმედების საცავი და კაფეა.
#3 გრაფიტი
street art ქალაქის საერთო პეიზაჟის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთმა ქუჩამ კედლის ხელოვნება სავიზიტო ბარათად აქცია. Cours Julien მთLიანად ეთნიკური მოტივებითაა მორთული, აქ აფრიკულ სტილსაც მიაგნებთ და აღმოსავლურ ორნამენტებსაც. ადგილობრივი რესტორნები ამ მეთოდით სტუმრებს იზიდავენ. უფრო კომერციულ ნახატებს კი La Panier-ზე აღმოაჩენთ.
#4 MAMO-ს სივრცე
ლეგენდარულმა არქიტექტორმა, ლო კორბიუზემ, არამხოლოდ გიგანტური საცხოვრებელი სახლი ააგო, არამედ "ვერტიკალური სოფელი" შიდა ქუჩებით, კაფეებით და ბაღებით. აქ ექსკურსიები აქტიურად ეწყობა.
#5 კულტურის ცენტრი La Friche Belle de Mai
ფრანგულად ეს სიტყვა მიგდებულ ადგილს ნიშნავს, ან სიცარიელეს. 30 წლის წინ აქ ქარხანა მართლაც მიატოვეს. ხელისუფლებამ ის ახალგაზრდა მუსიკოსებს და მხატვრებს გადაულოცა, რომლებმაც ის ერთ დიდ სტუდიად აქციეს. აქ საინტერესო ღონისძიებები ხშირად ეწყობა.