შადრევნებს აღარ აქვთ მარტივი დანიშნულება: გაგვაგრილონ სიცხეში და უმასპინძლონ რომანტიკულ პაემნებს. ისინი შესაძლოა არტ-ობიექტები იყვნენ და დიად შოუებს გვიწყობდნენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
#1 შადრევანი ტრევი რომში
მე-18 საუკუნეში აგებული შადრევანი რომში ერთ-ერთ საუკეთესო ხედს გადაგიშლით. ის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. არსებობს ლეგენდა, რომ თუ მასში ორ მონეტას ჩააგდებთ სიყვარულს იპოვნით, თუ ერთს, აუცილებლად დაუბრუნდებით უკან, რომში.
#2 დიდი შადრევანი სიანში, ჩინეთი
ეს არის აზიის ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი შადრევანი, რომელიც განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის შემდეგ. ამ დროს იწყება სინათლის შოუ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
#3 მოცეკვავე შადრევანი "ბელაჯიო" ლას-ვეგასში
მუსიკალურ შოუს სჯობს მაღლიდან დააკვირდეთ, რათა უკეთესი რაკურსით აღიქვათ. მის ფონზე ქალაქის პანორამული ხედიც გაგაოცებთ.
#4 მაგიური ფანტანი "Мontjuïc" ბარსელონაში
მის სანახავად ბარსელონაში ყოველწლიურად 2.5 მილიონი ადამიანი მიემგზავრება. წარმოდგენები მხოლოდ კონკრეტულ დღეებში ეწყობა, დანარჩენ დროს ის მხოლოდ და მხოლოდ შადრევანია.
#5 ბუკინგემის შადრევანი ჩიკაგოში
ქალაქის სიმბოლო და ერთგვარი კარიბჭე. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შადრევანია. ის მშვენიერია როგორც დღისით, ისე შებინდებულზე.