იურიდიული კომპანია „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ (Legal Consulting Center – LCC) შესახებ ჩვენს მკითხველს ჟურნალ OK! ის ბათუმის შარშანდელ გამოცემაში ვუამბეთ. Legal Consulting Center არის აჭარაში და საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული კომპანია თავისი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი გუნდით. როგორც წინა გამოცემაში ვისაუბრეთ, კომპანიამ ბოლო პერიოდში განავითარა მომსახურების ახალი მიმართულება, რომელიც გულისხმობს კომპანიის საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოსა და დსთ-ის ქვეყნებში სამშენებლო პროექტების ბრენდირების მომსახურების გაწევას. სამშენებლო პროექტების ბრენდირების კომპონენტებში შედის სასტუმრო ბრენდის ფრანშიზას მოპოვება, საერთაშორისო მენეჯმენტული კომპანიის (IMC) მოწვევა, დახმარება სასტუმროს-აპარტამენტების არქიტექტურული გეგმის მომზადებაში საერთაშორისო საპროექტო კომპანიების მეშვეობით (რათა პროექტი საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისი გახდეს), პროექტის კონცეფციის მომზადება, გაყიდვის ფასების პოლიტიკის მომზადება და ა.შ.
Legal Consulting Center პროექტების ბრენდირების მომსახურებას პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, როგორიც არის საერთაშორისო შვეიცარიული მმართველი კომპანია Sophos Hotels S. A., საერთაშორისო უძრავი ქონების კომპანია International Investment Group, საერთაშორისო არქიტექტურული კომპანია და სხვა. ხსენებული კომპანიები Legal Consulting Center-თან ერთად შედიან საერთაშორისო საკონსალტინგო ჯგუფში International Investment Consulting Group (IICG), რომელიც საქართველოში და დსთ-ის ქვეყნებში ახდენს საერთაშორისო პროექტების ბრენდირების მომსახურების გაწევას.
Legal Consulting Center-მა ქ. ბათუმში ხსენებულ პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უკვე მოახდინა რამდენიმე სამშენებლო პროექტის ბრენდირება, რომელთა შორისაა: Holiday Inn Batumi, La Quinta by Wyndham, Tryp by Wyndham და ა.შ. პარტნიორებთან ერთად კომპანია ასევე მუშაობს რამდენიმე პროექტზე ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, გოდერძის კურორტზე, უკრაინაში, აზერბაიჯანში და ა.შ.
ამ საქმიანობის შედეგად, ქ. ბათუმს და ზოგადად, საქართველოს უახლოეს წლებში შეემატება რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი სასტუმრო და ბრენდირებული აპარტოტელი, რაც ტურისტული პოტენციალისა და მომსახურების განვითარებისთვის განსაკუთებით მნიშნელოვანია. „ბათუმისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული და სამშენებლო პოტენციალის განვითარების გასაღები ბრენდირებული სამშენებლო პროექტებისა და ბრენდი სასტუმროების მშენებლობაშია“, − აცხადებენ Legal Consulting Center-ში.
ჟურნალი OK! წარმატებას უსურვებს Legal Consulting Center-ს ამ რეგიონისთვის სასარგებლო მომსახურების მიმართულების განვითარებასა და შემდგომ საქმიანობაში.