ქართული კომპანია „მგზავრები“ სასტუმროების ქსელს წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიმართულება საქართველოს კურორტების განვითარება და სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა, სასტუმროს ნომრების რეალიზაცია და სასტუმროს მენეჯმენტის კუთხით მაღალი სტანდარტის დანერგვაა. 2007 წლიდან ბაზარზე პოზიციონირებისას, „მგზავრები“ მდგრადი ეკონომიკური ზრდით გამოირჩევა. კომპანიამ პირველმა წარმოადგინა ბინის ტიპის სასტუმროს ნომრები და კომპლექსები საქართველოში, სამოქმედო მიზანი კი სტუმრებისა და სასტუმრო ნომრების მფლობელთა კომფორტზე გათვლაა. სწორედ ამიტომ, კომპანია ახერხებს მომხმარებელთა ინტერესები მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს.
10 წლის განმავლობაში „მგზავრებმა“ წარმატებით დაასრულა არაერთი პროექტის მშენებლობა, განახორციელა 11 პროექტი ბაკურიანში, 4 გონიოში, 1 გუდაურში, 2 კი ბათუმში. მიმდინარე ორი პროექტი კი „მგზავრებისგან“ უმაღლესი სტანდარტის გათვალისწინებით 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ „მგზავრები“ პირველი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს ბაკურიანში სასტუმრო ნომრების გაყიდვა შესთავაზა და პოპულარულ კურორტზე მათ პირველი 5-ვარსკვლავიანი კომპლექსის სახით, თანამედროვე, მაღალი სტანდარტის შესაბამისი პროექტიც წარუდგინა. აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობისთვის დაცული ტერიტორიის მხოლოდ 20% გამოიყო, დარჩენილი სივრცის 80% კი სარეკრეაციო ზონას დაეთმო.
3 ჰექტარზე მდებარე კომპლექსმა აპარტამენტები 35 კვ.მეტრის ფართობიდან გააერთიანა. აქვეა მიწისქვეშა სადგომი, რესტორნები, ფიტნესცენტრი, სპა და აუზი, სათამაშო მოედანი, 10 წუთის სავალზე კი სასრიალო ტრასა და სკი დეპო.
ახალ პროექტს, მდიდარ ინფრასტრუქტურასთან ერთად, ბინების ორიგინალური დიზაინი, საერთო ფართების მრავალფეროვნება და თანამედროვე მართვის სტანდარტი გამოარჩევს. ხოლო იმისათვის, რომ ინოვაციური უძრავი ქონება თქვენს მფლობელობაში გადმოვიდეს, კომპანია მომხმარებელს გადახდის მოქნილ სისტემას სთავაზობს.
ზღვისპირა გონიოს პროექტი კი, რომელიც 2021 წელს დასრულდება, პირველ საზღვაო ზოლში მდებარეობს. ზღვასთან სიახლოვე „მგზავრებს“ ერთადერთ პლუსად არ ჩაუთვლია და სტუმრებს აკვაპარკიც შესთავაზა. ბაკურიანის კომპლექსის მსგავსად, კომპანიამ გონიოს პროექტშიც უზრუნველყო აუზების, სპა და ფიტნესცენტრის, კაფე-ბარებისა და რესტორნების არსებობა.
უძრავი ქონების შესაძენად მომხმარებელს კვლავაც დემოკრატიული საფასო პოლიტიკა და გადახდის მოქნილი სისტემა ელოდება. იპოთეკური სესხი მხოლოდ პირადობის საფუძველზე გაიცემა, შიდა უპროცენტო განვადება კი პირველადი შენატანის გარეშე მოქმედებს.
„მგზავრების“ არჩეული კურსი კომფორტისა და ხელმისაწვდომობის ჰარმონიული სინთეზია, რომელიც ექსკლუზიურ უპირატესობას თითოეულ სტუმარს ანიჭებს.