„ლეთო“ – ეს არის პირველი ხუთ ვარსვლავიანი სასტუმრო ზუგდიდში, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რამდენიმე მეტრში მერიიდან და ტურისტული სანახაობებიდან, როგორიცაა დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღი.
სასტუმრო მუდამ მზად არის იმისათვის, რომ თქვენი დასვენება და განტვირთვა სრულყოფილი და დაუვიწყარი იყოს.
OK! Magazine Georgia „ლეთო“–ს მარკეტინგის მენეჯერს სალომე აბრალავას ესაუბრა.
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს და რა უპირატესობით სარგებლობს „ლეთო“ სხვა სასტუმროებისგან?
ჩვენ გთავაზობთ ევროპული სტანდარტებით მოწყობილ მაღალი კლასის 39 ნომერს, სრულად აღჭურვილ სასტუმროს ოთახებს (რეგულირებადი გათბობა/კონდინცირების სისტემით,პლაზმური ტელევიზორები უცხოური არხებით, ჰიგიენური თუ თავის მოვლის საშუალებებით,უმაღლესი ხარისხის ხალათებით და ჩუსტებით/სეიფებითა და მინი ბარებით).
სტუმრებს საუზმედ ადგილობრივი ფერმერებისგან მოწოდებულ, ნამდვილი ქართული პროდუქტებით დამზადებულ ამერიკული ტიპის მრავალფეროვან მენიუს ვთავაზობთ.
სასტუმროში წარმოდგენილიაი ფართო და ნათელი ოთახები, ძალიან კომფორტული მატრასებით და თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის აბაზანებით დამოუკიდებელი შესასვლელით. ოთახები აღჭურვილია ყველაზე პრივილეგირებული სერვისებით და საშუალებებით, რათა ვუზრუნველვყოთ სასიამოვნო დასვენება. ლეთოს გუნდი მზადაა, უმასპინძლოს სტუმრებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
ჩვენ ასევე ვმასპინძლობთ კონფერენციებს და ოფიციალურ შეხვედრებს, სასტუმროს გააჩნია ორი, სრულიად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი. პირველ სართულზე სტუმრებს ელოდებათ ლობი-კაფე, უგემრიელესი დესერტებით, ყავითა და გამარგილებელი სასმელებით.
ლეთოს მეორე სართული ეთმობა საკონცერტო-რესტორანს, ქართული და ევროპული სამზარეულოთი. მეშვიდე სართულზე განთავსებულია, უნიკალური, პარორამული საუნა და ასევე რეგიონში უნიკალური, ინფინიტი, ანუ უსასრულო აუზი. ამავე სართულზე გახლავთ მასაჟის ოთახი და ფიტნეს ცენტრი. ვერანდის თავზე მდებარეობს 360 გრადუსიანი სქაი-ბარი, საიდანაც ზუგდიდის საუკეთესო ხედები იშლება.
გვესაუბრეთ სასტუმროს ინტერიერისა და ექსტერიერის შესახებ...
სასტუმრო „ლეთო“–ს ექსტერიერი კლასიკური და თანამედროვე სტილის ჰარმონიული შერწყმაა, ღამით განათებული სვეტები და თაღები განსაკუთრებულ ელფერს სძენს შენობას, პატარა შადრევანი და სტუმრებისთვის გათვლილი ველოსიპედის ფორმის ველო სადგამი, უკვე იქცა ქალაქის სიმბოლოდ. ინტერიერი და ექტერიერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. შენობის პირველ სართულზე
განთავსებულია ყავის და ღვინის ბარი ორანჟერეა, რომლის პასტელური ფერები და ფაქტურები ისეა შერჩეული, რომ დღის ნებისმიერ დროს ადამიანს აქ შემოსვლა და დროის გატარება სასიამოვნო განწყობას უქმნის. კაფეს რეცეფციისგან გამოყოფს უზარმაზარი ქართული ღვინის „კედელი“, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებში.
რაც შეეხება რესტორნის ინტერიერს დომინანტი ფერია კლასიკური შავი, რძისფერი, ხის და ყავისფერი ტონები. საკონფერენციო და შეხვედრებსი სივრცეში დომინანტია ხის ფაქტურა და ნატურალური ტონები, რომელიც მყუდრო სამუშაო სივრცეს ქმნის. ოთახების მოწყობისას კი გათვლილი გვაქვს ყველა მცირედი დეტალიც კი იმისთვის რომ არავითარი დისკომფორტი არ შეექმნას ჩვენს სტუმარს და დატკბეს ესთეტიკურად სადა დახვეწილი ჰაეროვანი ფერებით, კომფორტული ავეჯით და მყუდრო განათებით. თუმცა შენობის გვირგვინი მაინც არის „ლეთო ტერასა“, სასტუმროს მეშვიდე სართული, სადაც როგორც გითხარით განთავსებულია პანორამული სპორტ დარბაზი და საუნა, უზარმაზარი სამ დონიანი ტერასა ულამაზესი აუზით. აქ ერთმანეთს საოცრად ჰარმონიულად ერწყმის მწვანე, თეთრი, ცისფერი და ხისფერი ტონები, ასევე ინვენტარი რომელიც სტუმრის აბსოლუტური კომფორტის შექმნისთვის არის გათვლილი. ღამის ფერადი განათება კი ნამდვილ დღესასწაულს ქმნის ამ ადილას. მერვე და მეცხრე სართულზე პანორამული ლაუნჯის ტიპის რესტორანია განთავსებული, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში სანახაობრივია, მთლიანად გამჭვირვალე სივრცეში მთელს სილამაზეს ქმნის ღამით ქალაქის ხედი, დღისით კი ჰორიზონტის ხაზზე ერთი მხრიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი და მეორე მხრიდან სვანეთის ულამაზესი მთის პანო.
გარდა იმ უამრავი მიზეზისა რის გამოც აუცილებლად უნდა ვეწვიოთ სასტუმრო „ლეთოს“, საინტერესოა რისი ნახვაა შესაძლებელი ზუგდიდში, რამდენად საინტერესო ქალაქია ტურისტისთვის?
როდესაც პროექტზე მუშაობა დაიწყო, იდეა იყო 100% ქართული, პატრიოტული, რათა შექმნილიყო განსაკუთრებული პროდუქტი იმ რეგიონში , რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში , მეორეს მხრივ კი ერთ-ერთი უცხო ვიზიტორებისთვის. სამეგრელო ზემო-სვანეთი რომ უნიკალური მხარეა როგორც ლანდშაფტურად, ასევე ისტორიულად, ამაზე მსჯელობა დიდი ხანია შეწყდა და მთელი ერი, ერთხმად ვთანხმდებით რომ ის ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მარგალიტია . მეორეს მხრივ, ამ მხარის ტურისტული პოტენციალი სრულად არ არის ათვისებული. ეს ძალიან საწყენია, მაგრამ ლეთოს გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მხარე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. ჩვენი სასტუმრო ძალიან ახლოს არის დადიანების სასახლესთან, რომელიც ისტორიულად ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია საქართველოსთვის და არამარტო, აქ ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს ბოტანიკური ბაღი სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. მუზეუმი ტურისტებისთვის ასევე საინტერესოა იმით, რომ აქ ინახება ნაპოლეონის ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც მსოფლიოში სულ სამია და აქიდან ერთ–ერთი ჩვენთან, ზუგდიდშია, განთავსებული. ტურისტისთვის ასევე საინტერესო იქნება დადიანების სანადირო რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს სოფელ ჭკადუაში, სადაც ინახება მიურატებისა და დადიანების უამრავი საინტერესო ექსპონანტი. სამეგრელოში ტურისტებს ასევე შეუძლიათ, მოინახულონ მდინარე ენგური და ჯვრის წყალსაცავი, მარტვილის კანიონი, პალიასტომის ტბა, ლევან მეორე დადიანის მიერ აგებული რუხის ციხე, ანაკლია-განმუხურის შავი ზღვის სანაპიროები, ნოქალაქევის თემის არქეოლოგიური კომპლექსი, პაპანწყვილის ტბა და ა.შ ძალიან გამიგრძლდა სია, მაგრამ სამეგრელოში სანახავი მართლაც რომ ძალიან ბევრია და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტები შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩებიან ჩვენთან ვიზიტისას.